ოპოზიციის ყველა შეხვედრის მონაწილე ვარ და არსად განხილულა რევოლუციური სცენარი ან ირიბად, ან გადაკვრით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
ისრაელში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიიღო. მან „ფაიზერის“ ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა.
“ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტის ბიუროს 21 დეკემბრის სხდომაზე წარედგინება. ამის შემდეგ ანხილვის პროცესი კომიტეტებში გადაინაცვლებს.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 812 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 869 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 4 943 PCR ტესტით, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი ორი წლით გახანგრძლივდა.
კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი დაიღუპა.ანესთეზიოლოგი მამუკა ნემსიწვერიძე ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მუშაობდა და იქვე მკურნალობდა.ის 60 წლის იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
