დეკემბერი 22 2020

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-მდე გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს.


დეკემბერი 22 2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ჩხენკელმა, საქართველოს პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე პროფესიულ განათლებაში 2020 წელს განხორციელებულ პროექტებსა და სფეროს განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.


დეკემბერი 22 2020

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა. ბაიდენმა „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ მიერ შემუშავებული ვაქცინა დელავერში, მის სახლთან ახლოს მდებარე საავადმყოფოში გაიკეთა.

 

აცრის შემდეგ, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, რომ ვაქცინასთან დაკავშირებით საშიში არაფერია. მან ყურადღება გაამახვილა ვაქცინის უსაფრთხოებაზე, შეაქო აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და თქვა, რომ ამჟამინდელი ადმინისტრაცია ვაქცინის განაწილების დაწყებისთვის „გარკვეულ პატივისცემას იმსახურებს“.

 

ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ვაქცინის განაწილებას დრო დასჭირდება და მოუწოდა მოქალაქეებს, ატარონ ნიღბები, ასევე უარი თქვან ზედმეტ მოგზაურობაზე შობის პერიოდში.


დეკემბერი 22 2020

„ქართულ ოცნებას“ აშკარად „მოეწონა“ ხალხის სახლში გამოკეტვა, უმუშევრად დატოვება, რასაც გადასარევად იყენებენ კიდეც სათავისოდ და პოლიტიკურ დატვირთვასაც ანიჭებენ, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.


დეკემბერი 22 2020

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ალექსეი ნავალნის მიერ ჩატარებულ გამოძიებას პროვოკაციად აფასებს. რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ რუსი ოპოზიციონერის მიერ „ნოვიჩოკით“ მისი მოწამვლის შესახებ გამოქვეყნებული ე.წ. გამოძიება უცხოეთის სპეცსამსახურების დახმარებით არის მომზადებული.


დეკემბერი 21 2020

ვფიქრობ, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები სრულად ინფორმირებულები არიან, მათ ძლაიან კარგად იციან, რა პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.


დეკემბერი 21 2020

ვირუსები ხშირად განიცდის მუტაციას. არ ველოდებით, რომ ეს რაიმე სახის გავლენას მოახდენს ვაქცინაზე ან ვაქცინაციაზე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგნელმა მარია ვან კერკოვმა განაცხადა, რასაც „სიენენი“ ავრცელებს.


დეკემბერი 21 2020

მოლაპარაკების ამ გაჭიანურებულ პროცესში ჩვენი მეგობარი ელჩების, ჩვენი ფასილიტატორების თხოვნით და ხათრით ვრჩებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.


დეკემბერი 21 2020

ქუთაისის მერიასთან 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პროტესტის ნიშნად დაწვეს.


დეკემბერი 21 2020

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, 2020 წელს, უკვე დაასრულა 20 ახალი სკოლის მშენებლობა 1530 მოსწავლისთვის. 2021 წელს დასრულდება კიდევ 41 სკოლის მშენებლობა 7020 ბავშვისთვის, –ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.


გვერდი 980 სულ 1374
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.