დეკემბერი 19 2020

საქართველოში კორონავირუსით 53 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


დეკემბერი 19 2020

საქართველოში კორონავირუსის 2 904 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


დეკემბერი 19 2020

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.

 

როგორც საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნიკოლოზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მღვდელმთავრებთან ერთად წირვას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს. ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

 

რელიგიური ლიტერატურის თანახმად, წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში, 257 წელს მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. სასწაულმოქმედების უნარი წმინდა ნიკოლოზმა შობიდანვე გამოავლინა. ნათლობისას ჩვილი ნიკოლოზი ემბაზში დამოუკიდებლად რამდენიმე საათის განმავლობაში იდგა.

 

რელიგიური სწავლების მიხედვით, წმინდა ნიკოლოზმა სიცოცხლეში უამრავი სასწაული აღავლინა და დღესაც აღევლინება ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში დასვენებული მისი წმინდა ნაწილებიდან, რომელსაც მირონი სდის. მირონლუკიიდან იტალიის ქალაქ ბარში წმინდა მღვდელმთავრის წმინდა ნაწილების გადასვენება 1087 წელს მოხდა.

 

წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მას ქართული ეკლესია შეავედრა. მართლმადიდებლები წმინდა მღვდელმთავარს შეწევნისთვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ.

 

ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. 19 დეკემბერს მისი გარდაცვალების დღეა.


დეკემბერი 17 2020

“დიდი ევროვაქცინაცია იწყება - ქვეყნები კორონავირუსთან ბრძოლაში მთავარი იარაღის, ვაქცინის მიღებას ჩქარობენ.


დეკემბერი 17 2020

აზერბაიჯანის რუსულენოვან გაზეთ „ნოვოე ვრემია“-ში («Новое время») გამოქვეყნდა სტატია სათაურით „ნატოს უარი: საქართველოში ბაზები არ იქნება“, რომელშიც განხილულია საქართველოს ჩტდილოატლანტიკური ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა (ავტორი - ზაურ რასულზადე).


დეკემბერი 17 2020

რუსულ გამოცემაში - „სვობოდნაია პრესა“-ში («Свободная пресса») გამოქვეყნდა სტატია სათაურით „თურქეთი რუსეთს და საქართველოს შერიგებისაკენ მოუწოდებს: ანკარა ამიერკავკასიის მთავარი რეგიონულ არბიტრის როლში გამოდის“, რომელშიც პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის მიერ ამას წინათ გაჟღერებული ინიციატივის - „კავკასიური პლატფორმის“ პერსპექტივაა განხილული.


დეკემბერი 17 2020

რომ გვდომებოდა, ბოლომდე მივიყვანდით, – აღნიშნული კომენტარით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საკითხზე დასმულ კითხვას უპასუხა.


დეკემბერი 17 2020

ბარბარობის ულამაზესი დღე არალეგიტიმურმა რეჟიმმა მოგვილოცა ორი რამით, პირველი გაათავისუფლა თავისი საარჩევნო აქტივი, კრიმინალები და მეორე, აკრძალა პოლიტიკური პარტიები, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ქვეყანაში საბოლოდ მყარდება პუტინისტური დიქტატურა ივანიშვილის ტირანული სპეციფიკით, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.


დეკემბერი 17 2020

ბაღდათი-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ავტომობილი გზის სავალი ნაწიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.


დეკემბერი 17 2020

პროკურატურა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიებას წყვეტს. როგორც თბილისის პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.


გვერდი 984 სულ 1374
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.