ეპიდ-ვითარება საქართველოში 22 მაისის დილის მონაცემებით

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 29 985 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 071  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 680  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  3.57%.

 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 985 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 333 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 652 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 071 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  336  840-ს.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.57%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.11%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.18%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 680 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 317 069-მდე.

 

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 602 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 071ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 581 შემთხვევა, აჭარა - 96, იმერეთი - 84, ქვემო ქართლი - 55, შიდა ქართლი - 42, გურია - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 100, კახეთი - 55, მცხეთა-მთიანეთი - 23, სამცხე-ჯავახეთი - 14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 143, საიდანაც: 4 270 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  2 365, აჭარაში - 482, იმერეთში - 525. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 903 პირი, მათ შორის, თბილისში - 436, აჭარაში - 103, იმერეთში -158. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 229 პირი, მათგან თბილისში - 152, აჭარაში - 10, იმერეთში - 16. 701 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 369 - თბილისში, 288- აჭარაში. 10 172 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 80 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 46, ხოლო აჭარაში - 33.

 

სულ  6 ოქტომბრიდან - 21 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 741 პირი.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26 255 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 407 პირი, აჭარაში - 1 741, იმერეთში - 1 158.

წაკითხვა 522 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.