მსოფლიო ბაზარზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინა გამოჩნდა
ფარმაცევტულმა კომპანია Biocubafarma-მა კუბაში შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინა სახელწოდებით "აბდალა" წარადგინა.
აბდალა, რომელიც შეიქმნა კუბის გენეტიკური ინჟინერიისა და ბიოტექნოლოგიის ცენტრში (CIGB), არის პირველი Covid-19 ვაქცინა, რომელიც ლათინურ ამერიკაში შეიქმნა.
კუბის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კლინიკური გამოკვლევების მესამე ეტაპზე მან 92,28 პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა. თუ ეს მონაცემები სწორია, მაშინ "აბდალა" Pfizer-ისა და Moderna-ს ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი იქნება.
აბდალა არ არის Pfizer-ისა და Moderna-ს მსგავსი mRNA ვაქცინა და არც ვექტორული ვაქცინა (როგორც AstraZeneca, Johnson & Johnson და Sputnik V). პრეპარატი დაფუძნებულია ინაქტივირებულ კორონავირუსზე და შეიცავს ცილის პაწაწინა ნაწილაკს.
კამპანიამ კუბის მოსახლეობის ვაქცინაცია ადგილობრივი ვაქცინის მაისის შუა რიცხვებში დაიწყო, ჯერ კიდევ კლინიკური კვლევების მესამე ფაზის დასრულებამდე.
კუბამ უარი თქვა რუსულ და ჩინურ ვაქცინებზე და ასევე COVAX-ის ფარგლებში ვაქცინების მიღებაზე.
აბდალაზე ვაქცინაციის სრული კურსი სამ დოზას მოიცავს, ორ-ორი კვირის ინტერვალით.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა
