რაოდენობა კატასტროფულია, მდგომარეობა საგანგაშოა - თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორის, თნგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა კატასტროფულად მაღალია. ცერცვაძე მდგომარეობას საგანგაშოს უწოდებს.
მისი თქმით, პანდემიის დასასრულის ორი გზა არსებობს: ერთი პირბადეების სწორი მოხმარება და თავშეყრის ადგილების თავიდან აცილება, ხოლო მეორე - მასობრივი ვაქცინაცია.
მისი პროგნოზით, ლეტალობის მაჩვენებელი მხოლოდ მაშინ დაიწყებს დაღმასვლას, როდესაც აცრილთა დღიური მაჩვენებელი 30 ათასს გადააჭარბებს.
„ახალი შემთხვევების რაოდენობა საქართველოში რჩება კატასტროფულად მაღალი. შესაბამისად, მდგომარეობა საგანგაშოა. მხოლოდ სანახევროდ სრულდება პირბადეების ტარების რეგულაცია, ხოლო თბილისის გარეთ, შეიძლება ითქვას, საერთოდ არ სრულდება. ამას ემატება ხალხმრავალი შეკრებები. უკვე დამტკიცდა მსოფლიოში, რომ ვაქცინაცია არის საშუალება, როგორც ახალი შემთხვევების რაოდენობის შესამცირებლად, ისე განსაკუთრებით მძიმე შემთხვევების შესამცირებლად. მეორე გზა არის უნივერსალური საშუალება - პირბადეების ტარება“, - აცხადებს ცერცვაძე.
სიახლეები
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
- "მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა" - მეუფე შიო
- "დღეს ჩვენ იგივე მივიღეთ – კლასიკური პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი ხდება საქართველო" - ზვიად შალამბერიძე ევროკომისიის ანგარიშზე
- 21 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით შსს რუსთაველზე საპროტესტო მსვლელობის მოწყობას ზღუდავს
- "მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ - ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ!" - სალომე ზურაბიშვილი
