ეპიდ-ვითარება საქართველოში 5 ოქტომბრის დილის მონაცემებით
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 33 679 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 800 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 292 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.31%.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 33 679 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 554 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 125 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 800 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 621 420-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.31%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.51% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.16%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 485 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 593 153.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 110 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 800 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 882 შემთხვევა, აჭარა - 103, იმერეთი - 572, ქვემო ქართლი - 174, შიდა ქართლი - 153, გურია - 60, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 260, კახეთი - 409, მცხეთა-მთიანეთი - 77, სამცხე-ჯავახეთი - 66, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 44.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 19 131 საიდანაც 4 025 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 406, აჭარაში - 351, იმერეთში - 897.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 947 პირი, მათ შორის, თბილისში - 339, აჭარაში - 108, იმერეთში - 270. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 260 პირი, მათგან თბილისში - 144, აჭარაში - 33, იმერეთში - 26.
597 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 293 - თბილისში, 166 - აჭარაში.
14 509 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 0.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 4 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 197 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 084 ადამიანი.
სიახლეები
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
- "მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა" - მეუფე შიო
- "დღეს ჩვენ იგივე მივიღეთ – კლასიკური პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი ხდება საქართველო" - ზვიად შალამბერიძე ევროკომისიის ანგარიშზე
- 21 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით შსს რუსთაველზე საპროტესტო მსვლელობის მოწყობას ზღუდავს
- "მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ - ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ!" - სალომე ზურაბიშვილი
