"სტადიონთან შეკრებილებს ბებიები და ბაბუები ხომ ჰყავთ?" - პაატა იმნაძე
ბებიები და ბაბუები ხომ ჰყავთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც გუშინ იქ იყვნენ, მეტს არაფერს არ ვიტყვი. სხვებზეც ხომ უნდა ვიფიქროთ ხანდახან, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას, დაირღვა თუ არა გუშინ სტადიონთან გულშემატკივრების შეკრებით ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები.
აღნიშნულ შეკითხვას ასევე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. მისი თქმით, გუშინ რეკომენდაციები დაირღვა და სასურველია სტადიონთან შეკრებილმა პირებმა თვითმონიტორინგი აწარმოონ.
„ყველას ძალიან გაგვიხარდა, მინდა მივულოცო საქართველოს ნაკრებს ეს გამარჯვება. მესმის ემოციები რაც იყო, მადლობა გულშემატკივარს და ფეხბურთის ფედერაციას, რომელმაც გაითვალისწინა რეკომენდაციები, რომ მატჩი ჩატარდა მაყურებლის გარეშე რადგან ძალიან მომატებული რისკი იყო იმ რეგულაციებით რაც არსებობს, რომ 30% დასწრებოდა. რა თქმა უნდა, იქ დაირღვა რეკომენდაციები რასაც ჯანდაცვა და დაავადებათა კონტროლის ცენტრი იძლევა, მაგრამ დავაკვირდეთ.
სასურველი იყო არ დარღვეულიყო, მაგრამ ჩვენ ემოციური ხალხი ვართ და ასეთი დიდი გამარჯვება იზეიმეს. მხოლოდ ვთხოვ, ვინც იქ იყო, იმ ადამიანებს, რომ აწარმოონ თვითმონიტორინგი, თუ ვინმეს დაეწყო სიმპტომები: ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, მიმართონ ცხელების ცენტრს ან დარეკონ 112-ში და სწრაფად მოხდეს მათი გამოკვლევა და იზოლირება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
სიახლეები
- "ფაქტი, რაც ვნახეთ, ძალიან ცუდია და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მაშინვე მოჰყვა რეაგირება" - კახა კალაძე „ტვ პირველის“ ინფორმაციაზე
- "ჩვენი მოთხოვნაა, გამოაშკარავდეს ყველა დამნაშავე და დაისაჯოს" - ირაკლი კუპრაძე „ტვ პირველის“ ინფორმაციაზე
- 13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა
- "ნატო-ს ქვეყნებმა ახლა გაიგეს, რომ შეუსრულებელია რუსეთის სტრატეგიული დამარცხების ამოცანა" - ვლადიმერ პუტინი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 ივნისიდან
