"წინასაარჩევნო კამპანია ინფიცირების რისკს ზრდის" - ცერცვაძე
წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში გამართული ხალხმრავალი შეკრებები ინფიცირების რისკს ზრდის, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
ცერცვაძის თქმით, მოქალაქეები პრევენციის წინააღმდეგ მიმართულ ელემენტარულ რეგულაციებს განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში არ ასრულებენ.
"არჩევნები, რა თქმა უნდა, ინფიცირების რისკს ზრდის, ერთი მიზეზის გამო, რომ საარჩევნო კამპანია არის ძალიან აქტიურ სტადიაში და საარჩევნო კამპანია, მათ შორის, მოიცავს ხალხმრავალ შეკრებების საჭიროებას და ამის მაგალითი რამდენიმე დღის წინ გვქონდა ბათუმში, სადაც ხალხმრავალი შეკრება ისე გაიმართა, რომ არ იყო დაცული ელემენტარული ზომები. იმ რეკომენდაციებს, რომლის შესრულებაც სულაც არ არის რთული ყველა არ ასრულებს მითუმეტს წინასაარჩევნო პერიოდში. ამიტომ თვითონ არჩევნები კი არ ქმნის რისკს, იქ არავინ დაინფიცირდება, საარჩევნო კამპანიის პერიოდი შეიცავს რისკს", - განაცხადა ცერცვაძემ.
სიახლეები
- საქართველოს და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის ვეტერინარიისა და რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა
- ,,დღეს ირანთან ომი დავასრულეთ"- დონალდ ტრამპი
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ტრილიონერი გახდა
- ,,ოპოზიციას აბსოლუტურად არავითარი შანსი არ აქვს, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ ქართველ ხალხთან"- ირაკლი კობახიძე
- სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
