"საქორწილო სუფრა იყო ერთ-ერთ სოფელში და ამან ეპიდაფეთქება გამოიწვია"
ის რეგულაციები, რაც დაწესებულია სახელმწიფოს მიერ უმორჩილესად გთხოვთ, დავემორჩილოთ, იმიტომ, რომ სხვანაირად პანდემია უკან არ იხევს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, უწყებათაშორისი საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი განმარტებით, პანდემია კიდევ დიდხანს იქნება და მოქალაქეებს მოუწევთ მასთან ერთად ცხოვრება, შესაბამისი რეგულაციების დაცვით. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, სამუშაო შეხვედრაზე მსოფლიოში, რეგიონში და საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს.
„სამუშაო შეხვედრაზე განვიხილეთ ეპიდსიტუაცია მსოფლიოში, რეგიონში და საქართველოში. ეპიდსიტუაცია გლობალურად დაძაბულია და კიდევ და კიდევ უფრო იძაბება მთელს მსოფლიოში. განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, ევროპაში. მსოფლიოში უკვე გადააჭარბა 42 მილონ ინფიცირებულს და დღევანდელი დილით იყო ანტირეკორდი - 490 000 ახალი შემთხვევა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაახლოებით 200 000 ახალი შემთხვევა გახლავთ ევროპის რეგიონში. ანუ ევროპის რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე მზარდია ახალ შემთხვევათა თვალსაზრისით.
საქართველოში დღევანდელი დილის მონაცემებით გვაქვს 1941 შემთხვევა. კვლავ ცხელ წერტილებად რჩება სამი რეგიონი - აჭარა, სადაც 320 შემთხვევა იყო, ზრდა გვაქვს თბილისში - 1034 ახალი შემთხვევა, ასევე იმერეთში, 258 შემთხვევა, მნიშვნელოვნად წამოიწია ასევე ქვემო ქართლში 107 შემთხვევა. ეს უკავშირდება ისევ და ისევ დიდ შეკრებებს. იყო საქორწილო სუფრა და ამან გამოიწვია ეპიდაფეთქება ერთ-ერთ სოფელში და შესაბამისად მისი გავრცელება სასწავლო დაწესებულებებში“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
სიახლეები
- „ქართულ ოცნებას“ სანქციები უახლოვდება, რომლებიც ახლა სამიზნეში იღებენ მოსამართლეებს, პროკურორებსა და გამომძიებლებს, როგორც რეპრესიების ინსტრუმენტებს"
- "დონალდ ტრამპმა პირდაპირ უწოდა რუსეთ-უკრაინის ომს ე.წ. „პროქსი" ომი, რაც ნიშნავს მარიონეტულ ომს, მან პირდაპირ განაცხადა, რომ სინამდვილეში ამ ომის ორი მხარე არიან არა რუსეთი და უკრაინა, არამედ რუსეთი და დასავლეთი"
- "ევროპელი ბიუროკრატები საქართველოში დამარცხდნენ" - კახა კალაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 აპრილისთვის
- "განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება კლიმატის ცვლილების შემარბილებელი პროცესია" - თამარ მალანია