" აქციაზე დაცული უნდა იყოს დისტანცია და ყველას ეკეთოს პირბადე"
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციები დაიცვან.
გამყრელიძემ განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა დიდ თავშეყრაზე. მისი თქმით, პოლიტიკური პროცესების დროს მიმდინარე აქციაზე დისტანცია დაცული უნდა იყოს და ასევე ყველას პირბადე უნდა ეკეთოს.
„კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ნებისმიერი თავყრილობა, იქნება ეს პოლიტიკური თუ არაპოლირტიკური დიდი თავყრილობები, არის წინააღმდეგ ჩვენება პანდემიის მიდინარეობის პროცესში. ყველა რჩევა რაც ვთქვი, იქიდან მეოთხე რეკომენდაცია არის სწორედ თავის არიდება დიდი თავყრილობისგან. მეორე მხრივ, გამოხატვის თავისუფლება არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება, ამიტომ პოლიტიკური პროცესის დროს რეკომენდაციით უნდა შემოვიფარგლოთ, რომ ამ აქციაზე დაცული უნდა იქნას დისტანცია და ყველას ჰქნოდეს პირბადე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
