თბილისში, გლდანში აღმოჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები, შესაძლოა, ელინისტურ ხანას განეკუთვნებოდეს
თბილისში, გლდანში აღმოჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები, შესაძლოა, ელინისტურ ხანას განეკუთვნებოდეს. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
გლდანის ციხესთან ძველი სამარხი სანიაღვრე მილის დაზიანების შედეგად ჩარეცხილ მიწის ფენებში აღმოაჩინეს. ცნობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ადგილობრივმა მცხოვრებმა მიაწოდა. სააგენტოს ცნობით, პირველადი დათვალიერების შედეგად, სულ გამოვლინდა 4 სამარხი, რამდენიმე კერამიკული ჭურჭელი და ლითონის სამკაული.
“არქეოლოგების წინასწარი შეფასების მიხედვით, აღმოჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები შესაძლებელია ელინისტურ ხანას (ძვ. წელთაღრიცხვის V – IV საუკუნეებს) განეკუთვნებოდეს. არტეფაქტებისა და სამარხების დათარიღებისა და კულტუროლოგიური შეფასების კვალიფიციური დასკვნა სააგენტოში უახლოეს დღეებში მომზადდება.”, – ვკითხულობთ სააგენტოს განცხადებაში.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი მაისიდან
- "როგორია მთავრობის პოზიცია ზახაროვას განცხადებასთან დაკავშირებით?" - გიორგი გახარია
- "პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე" - მიხეილ სააკაშვილი
- ქუთაისში სროლა იყო, დაჭრილია ერთი პირი
- იყო თუ არა პრეზიდენტი ტრამპი მთავარი სამიზნე - ვაშინგტონში მომხდარი სროლის დეტალები
