ნიკოლოზ წულუკიძემ ქუთაისელ მაყურებელთან ქართული თეატრის ისტორიის შესახებ ისაუბრა
“ქართული თეატრის ამბავი, ანუ....” მეფე ერეკლეს კარზე დაწყებული ქართული თეატრის ისტორია დღემდე.
თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძემ ქუთაისელ მაყურებელთან ქართული თეატრის ისტორიის შესახებ ისაუბრა.
პერფორმანსის სახით წარმოდგენილი იყო ქართული თეატრის აქამდე უცნობი ისტორიები, ის რასაც ცენზურა მალავდა და დღემდე მხოლოდ ვიწრო წრეებში შემონახული ამბებით ჩვენამდე მოვიდა.
მოთხრობილი იყო იმ ადამიანების ისტორია, რომლებმაც ქართული თეატრის აღორძინებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.
"ასე მგონია, გამოცდა უნდა ჩავაბარო მის უდიდებულესობა ქუთაისს. ამ ქალაქში თეატრი (და მგონი ყველაფერი) განსაკუთრებულად უყვართ. მადლობა ერთ დღეში გაყიდული ყველა ბილეთისთვის," - განაცხადა FirstNews.ge-თან საუბარში ნიკოლოზ წულუკიძემ.

სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
