November 23, 2024

ზვიად შალამბერიძემ სრიგპ-ის განხორციელების პროცესების მხარდაჭერის მიზნით გამართულ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციასთან თანამშრომლობით, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (სრიგპ) განხორციელების პროცესების მხარდაჭერის მიზნით, განვითარების პარტნიორებთან ონლაინ შეხვედრა მოაწყო, რომელშიც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ მიიღო მონაწილეობა.

️შეხვედრის მიზანია, ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების პოლიტიკის ცენტრალურ და რეგიონულ დონეზე მიმდინარე ღონისძიებების, საჭიროებების და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გეგმების განხილვა. 


ონლაინ შეხვედრაზე ზვიად შალამბერიძემ 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო პროგრამის განხორციელების ფარგლებში მიღებულ გამოცდილებასა და რეგიონის საჭიროებებზე იმსჯელა. შეხვედრას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდა. 
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის 7-მა მუნიციპალიტეტმა წარმოადგინა 8 პროექტი, აქედან 5 დაფინანსდა, ამ მიმართულებით რეგიონში შემდეგი სამუშაოები განხორციელდა და მიმდინარეობს:


➡️ საჩხერის მუნიციპალიტეტში  გზატკეცილის გასწვრივ, სკვერის მოწყობა - პროექტის ღირებულება 344 802,00 ლარი
➡️ ტყიბულის მუნიციპალიტეტში სოფელ საწირეში ადგილობრივი ბიზნესის განვითარების მხარდასაჭერად ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა - პროექტის ღირებულება 172 784 ლარი
➡️ ბაღდათის მუნიციპალიტეტში ტურისტული, საინფორმაციო და ადგილობრივი ბიზნესის განვითარების მომსახურების ცენტრის მოწყობა - პროექტის ღირებულება 993 993,77ლარი
➡️ ვანის მუნიციპალიტეტში დიხაშხოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ლაბაჯოურის უბნის საავტომობილო გზისა და საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია - პროექტის ღირებულება 262 155 ლარი
➡️ სამტრედიის მუნიციპალიტეტში გასართობ-დასასვენებელი სივრცის მოწყობა -  პროექტის ღირებულება 536 600,62 ლარი
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა ( სრიგპ) წარმოადგენს ევროკავშირის თანამედროვე მიდგომების მიხედვით შემუშავებულ ინტეგრირებულ რეგიონული განვითარების პოლიტიკის დოკუმენტს და მიზნად ისახავს ხელსაყრელი გარემოს შექმნას და დაბალანსებულ მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების ინიციატივების საშუალებით.


სრიგპ ითვალისწინებს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებისა და მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც მიზნად ისახავს გარკვეული განსახორციელებელი ამოცანების ადგილობრივ დონეზე ეტაპობრივ დელეგირებას, სხვა დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით.


2020 წლის სექტემბერს, საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერა 54 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ შეთანხებას, რომელიც გულისხმობს ოთხი საპილოტე რეგიონის -კახეთის, იმერეთის, რაჭა ლეჩხუმი - ქვემო სვანეთის და გურიის რეგიონებში 2020-2024 წლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებასა და დაფინანსებას.

წაკითხვა 558 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.