ზვიად შალამბერიძემ საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ვიდეოკონფერენციის საშუალებით გამართა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ, საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ვიდეოკონფერენციის საშუალებით გამართა.
2018-2021 წლის სამოქმედო გეგმაში ცვლილებების შეტანას მხარი 12-ვე მუნიციპალიტეტმა დაუჭირა.
პროექტებში ცვლილებები განახორციელეს ქუთაისის, ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებმა. განსახილველად წარმოდგენილი იყო 21,944,036.30 ლარით დაფინანსებული 77 პროექტი.
ცვლილებები განხორციელდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში. განიხილეს საგზაო ინფრასტრუქტურის, წყლის სისტემის, სკვერებისა და ფასადების რეაბილიტაციის, სანიაღვრე არხებისა და საყრდენი კედლების მოწყობის, სპორტული ობიექტების მოწესრიგების საკითხები.
ვიდეოკონფერენციისას დეტალურად იმსჯელეს თითოეული პროექტის შესახებ და აღნიშნეს, რომ ყველა პროექტი მოსახლეობის პრიორიტეტების გათვალისწინებით არის გაწერილი.
ზვიად შალამბერიძემ რეგიონში Covid-19-ის მართვის პროცესსა და არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა. მისივე თქმით, 28 ნოემბერს, დაწესებულმა შეზღუდვებმა ინფიცირების გავრცელების შენელებასა და ეპიდვითარების დასტაბილურებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვების 2-თვიანი გეგმის ფარგლებში, 24 დეკემბრიდან - 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება სრული მოცულობით არ განხორციელდება.
სიახლეები
- წონის კლების ფრანგული მოდელი ბიოლოგიური საათის მიხედვით
- ზღვის მარილი კურნავს? - მითები და რეალობა
- "უკრაინა ჩვენი მტერია" - ვიქტორ ორბანი
- "1000 ლარად ტელეკომპანია „იმედის“ გაყიდვა მეტყველებს იმაზე, ეს კომპანია გაკოტრებულია, რეალური ღირებულება 0-ის ტოლია"
- "მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით" - ირაკლი კობახიძე
