ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარედ ირაკლი შენგელია აირჩიეს

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით 37-ე სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის პოზციაზე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ქუთაისის მუნიცპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და გამარჯვების ადმინისტრაციული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შენგელია აირჩიეს. ირაკლი შენგელია 2019 წლის დეკემბრიდან საკრებულოს თავმჯდომარეობის მოვალეობას ასრულებდა.

„მინდა მადლობა გადავუხადო მმართველ გუნდს, პარტია ქართულ ოცნებას, ჩემს კოლეგებს გამოცხადებული ნდობისთვის. ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელობა არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ჩემთის დიდი პატივია, წარმოვადგენდე ჩემი ქალაქის მოსახლეობის ინტერესებს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე და მათ მიერ თვითმმართელობის არჩევნებზე გამოხატული მხარდაჭერა არის ამის საფუძველი. ამ პერიოდის განმავლობაში ჩემი მთავარი ამოცანაა ამ ნდობის გამართლება.

 

ჩემს გუნდთან ერთად გავაგრძელებ მუშაობას საკრებულოს ინსტიტუციური განვითარების და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების მიმართულებით. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის გაცხადებული პრიორიტეტები არის ღია და გამჭვირვალე მმართველობა, ანგარიშვალდებულება, მოქალაქეების ჩართულობა და მოსახლეობის პრიორიტეტების შესაბამისი პოლიტიკის წარმართვა. ქალაქის განვითარება და მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვა არის ჩვენი მთავარი მიზანი და საკრებულოს გუნდთან ერთად, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გავაგრძელებ აქტიურ საქმიანობას.


წინ გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევა გლობალური პანდემიის სახით, 2021 წელს ამ პროცესს ჩვენ ვხვდებით შეძენილი გამოცდილებით, რაც საშუალებას მოგვცემს, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით გავუმკლავდეთ პანდემიის შედეგებს. ამ პროცესში მოქალაქეებს ექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან.  

 

მინდა დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცო ჩვენს თანაქალაქელებს, ვუსურვო მათ ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. ჩვენი სახლისუფლებო გუნდის ხედვა, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, არის ერთიანი და პრაგმატული გადაწყვეტილებებით, სტაბილური პოლიტიკით, ქვეყნის მდგარადი განვითარებისთვის დასახული მიზნების მიღწევა. ასე შევძლებთ არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვებთან გამკლავებას და მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელებას ჩვენი ქალაქის  და ქვეყნის საკეთილდღეოდ.“

 

შეგახსენებთ რომ საკრებულოში საქმიანობასთან ერთად, 2020 წლის ნოემბრიდან, პროფესიით რადიოლოგი შენგელია, როგორც ექიმი  არის ჩართული კორონავირუსთან ბრძოლაში. დაავადების მზარდი ტემპებით გავრცელების ეტაპზე შენგელიამ გაავრცელა განცხადება ადგილობრივი კოვიდ მიმღები კლინიკებისთვის და გამოთქვა მზაობა, დახმარებოდა ადგილობრივ სამედიცინო პერსონალს, ამჟამად ის კლინიკა ბომონდის რადიოლოგიურ დეპარტამენტში მუშაობს ექიმ რადიოლოგად და კონსულტაციას უწევს კორონავისრუსით დაავადებულ პაციენტებს.

წაკითხვა 474 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.