ქუთაისში მცხოვრებმა 500-მდე მრავალშვილიანმა ოჯახმა საშობაო ნობათები მიიღო
ქუთაისში მცხოვრებმა 500-მდე მრავალშვილიანმა ოჯახმა საშობაო ნობათები მიიღო.
ქუთაისის მერიის და კერძო ბიზნესის წარმომადგენლების ერთობლივი აქციით შესაძლებელი გახდა მათთვის სადღესასწაულო ნობათების შეძენა. სასურსათო ამანათი რამდენიმე ოჯახს ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა პირადად გადასცა და შობის დღესასწაული მიულოცა.
„შობის დღესასწაულის უმთავრესი ნიშანი სწორედ ესაა- გაახარო ადამიანები. დღეს შობის დღესასწაული მივულოცეთ და საშობაო ნობათები გადავეცით 500-მდე მრავალშვილიან ოჯახს. მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობისთვის ქუთაისის მერიას სხვადასხვა პროგრამები აქვს და უკვე ბევრმა ჩვენმა თანაქალაქელმა ისარგებლა ამ პროგრამებით. 2021 წელს კიდევ უფრო მეტი მრავალშვილიანი ოჯახი ჩაერთვება სხვადასხვა პროექტში, რომელთა მეშვეობითაც ისინი ხელისუფლების თანადგომას იგრძნობენ,“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა. საშობაო ნობათების დარიგება გრძელდება.
სიახლეები
- "ეს დღე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი" - ირაკლი კობახიძე
- "ქართულმა ოცნებამ“ თსუ-ს დამოუკიდებლობა დაასრულა, უნივერსიტეტის პოლიტიზაციით და აკადემიურ თავისუფლებაზე მუქარით" - სალომე ზურაბიშვილი
- მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- წონის კლების ფრანგული მოდელი ბიოლოგიური საათის მიხედვით
