ზვიად შალამბერიძემ რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის განხორციელებაზე მერებთან ისაუბრა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (სრიგპ) განხორციელების შესახებ, მერებთან ვიდეოკონფერენციის დროს ისაუბრა.
მხარის რწმუნებულმა 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო პროგრამის განხორციელების ფარგლებში, რეგიონში უკვე დაფინანსებულ და დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელა. საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, 12-ვე მუნიციპალიტეტს ეძლევა შესაძლებლობა შეიმუშაონ პროექტები და წარადგინონ კონკურსზე. წინადადებების მოწონების შემთხვევაში პროექტები ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. კონკურსი იანვრის ბოლოს გამოცხადდება და რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტს შეუძლია აქტიურად ჩაერთოს.
იმერეთში განსახორციელებელი პროექტებისთვის ევროკავშირის მიერ 2021 წელს გამოყოფილია 9 627 200 ლარი. დაფინანსებას მიიღებს ის მუნიციპალიტეტები, რომელთა პროექტებიც იქნება მოწონებული. 2021 წელს, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის პრიორიტეტებია: ურბანული განახლება - ინტეგრირებული აქტივობები ურბანულ ტერიტორიებზე, უნიკალური პოტენციალის გამოყენებით ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ინტეგრირებული ადგილობრივი განვითარება. საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, 2020 წელს იმერეთში 5 პროექტი დაფინანსდა და სამ მილიონამდე ლარის სამუშაოები განხორციელდა. სრიგპ ითვალისწინებს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებისა და მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც მიზნად ისახავს გარკვეული განსახორციელებელი ამოცანების ადგილობრივ დონეზე ეტაპობრივ დელეგირებას, სხვა დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით. 2020 წლის სექტემბერს, საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერა 54 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს ოთხი საპილოტე რეგიონის -კახეთის, იმერეთის, რაჭა ლეჩხუმი - ქვემო სვანეთის და გურიის რეგიონებში 2020-2022 წლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებასა და დაფინანსებას.
სიახლეები
- "ქუთაისს ქვეყნის საგანამანათლებლო ცენტრის სტატუსი ოდითგანვე აქვს და მისი განვითარება უნდა მოხდეს" - დავით ერემეიშვილი
- "რატომ მაინც და მაინც 4 ოქტომბერი აქციის დღე? ყოფილიყო 5 ან 6 ოქტომბერი, მაგრამ ეს დღე შეგნებულად ჩაუსვეს იმ ოპოზიციას, ვინც არჩევნებში მონაწილეობს" - პაატა ზაქარეიშვილი
- "ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი
- "საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, 4 ოქტომბერს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დავამხოთ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ" - ანა წითლიძე
- "მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები" - ვოლოდიმირ ზელენსკი