ქუთაისში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა
დღეს, ქუთაისში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა.
დასაქმების ფორუმზე, სამუშაოს მაძიებელ შშმ პირებს 22 საშუალო და მსხვილი კომპანია 100-ზე მეტ აქტიურ ვაკანსიას სთავაზობდა. სამუშაო ადგილები წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის: სამომხმარებლო, გაყიდვების, სადაზღვევო, კვების წარმოებისა და ვაჭრობის.
"საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართა, სადაც დამსაქმებლებთან უშუალო კომუნიკაციის საშუალება მიეცათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. მათ 22-მა კომპანიამ 100-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზა. ვფიქრობთ,რომ მსგავსი სახის ღონისძიებები ხელს შეუწყობს შშმ პირებს წარმოჩენასა და მათ წარმატებას,“- განაცხადა FirstNews.ge - თან საუბარში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა შშმ პირთა საკითხებში, -სიმონ პეტრიდსიმ.
ფორუმს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია და მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე ესწრებოდნენ.
„ჩვენ ხშირად ვიმეორებთ - არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები, არსებობს შეზღუდული გარემო და ჩვენი მიზანია, ეს გარემო მოვარგოთ ამ ადამიანებს, რომ მათ შეძლონ დასაქმება და თვითრეალიზება.
დასაქმების ფორუმი მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტია სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისათვის. დღეს მათ საშუალება აქვთ, ერთ სივრცეში გაეცნონ ვაკანსიებს და აირჩიონ სხვადასხვა შეთავაზება, რამდენიმე პოტენციური დამსაქმებლისგან,“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ფორუმი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივითა და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. ფორუმის მხარდამჭერია ქუთაისის მერია, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
სიახლეები
- "ქუთაისს ქვეყნის საგანამანათლებლო ცენტრის სტატუსი ოდითგანვე აქვს და მისი განვითარება უნდა მოხდეს" - დავით ერემეიშვილი
- "რატომ მაინც და მაინც 4 ოქტომბერი აქციის დღე? ყოფილიყო 5 ან 6 ოქტომბერი, მაგრამ ეს დღე შეგნებულად ჩაუსვეს იმ ოპოზიციას, ვინც არჩევნებში მონაწილეობს" - პაატა ზაქარეიშვილი
- "ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი
- "საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, 4 ოქტომბერს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დავამხოთ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ" - ანა წითლიძე
- "მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები" - ვოლოდიმირ ზელენსკი