ქედს ვიხრი საქართველოში გაბნეული დევნილების მოთმინებისა და გამბედაობის წინაშე - ნანული რამიშვილი
2000 წლის 4 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 55/76 რეზოლუციის მიხედვით მსოფლიოს ლტოლვილთა დღის აღსანიშნავად გადაწყვეტილება მიიღო.
ეს თარიღი დაფუძნებულია მათ პატივსაცემად, ვინც იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლ-კარი, რადგანაც მათი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდა კონფლიქტის და დევნის გამო.
20 ივნისს, ქუთაისში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების მიერ ღონისძიება ჩატარდა. მათ შორის იყო:
კულტურულ - ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ (ინიციატივის ავტორი), პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყარო“, მეწარმე ქალთა ფონდი, მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია და „აფხაზინტერკონტი“.
ღონისძიების მთავარი სლოგანი იყო - „აფხაზეთიდან - აფხაზეთამდე“.
ღონისძიების ფარგლებში ყველა მონაწილე ორგანიზაციამ წარმოადგინა გამოფენა - შედეგი იმ პროცესებისა, რომლის ინიციატორები და შემსრულებლები იყვნენ.
ამით, ორგანიზაციებმა ქუთაისში ახალ ტრადიციას ჩაუყარეს საფუძველი. ყოველ 20 ივნისს, დევნილთა/ლტოლვილთა/იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო დღეს, ქუთაისის ბულვარში გამვლელებს სოხუმური ყავით გაუმასპინძლდებიან.

დევნილთა საერთაშორისო დღეს FirstNews.ge-თან საუბარში ა/ო პედაგოგთა კავშირის „განათლება და სამყაროს“ თავმჯდომარე ნანული რამიშვილი გამოეხმაურა.
„მსოფლიოს დევნილებსა და ლტოლვილებს სოლიდარობას ვუცხადებთ.მე, როგორც ერთ-ერთი დევნილი ქედს ვიხრი საქართველოში გაბნეული დევნილების მოთმინების, გამბედაობისა და სულის სიმტკიცის წინაშე, რამაც, ომის შემდგომ ტანჯვა- წამებისა და დანაკარგის მიუხედავად. ცხოვრება ახლებურად დააწყებინა. ომი დევნილებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს ცხოვრების ტრანსფორმაციისთვის. იბრძვიან სოციალური ტრანსფორმაციის პოტენციალის დასადასტურებლად. მშვიდობის მშენებლობაში განსაკუთრებით დიდია პედაგოგების პოტენციალი. მშვიდობას მაშინ უფრო კარგად აფასებ, როდესაც მას კარგავ, სწორედ ამას ეძღვნება ჩვენი საინფორმციო-საგანმანათლებლო კამპანია სამშვიდობო მესიჯები... ხელოვნება და კულტურა მშვიდობისათვის, წარმოგიდგენთ პედაგოგების მხატვრულ-ლიტერატურულ კომპოზიციას," - განაცხადა ჩვენთან საუბარში ნანული რამიშვილმა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო არა მარტო დევნილმა, არამედ ადგილობრივმა საზოგადოების და მთავრობის წარმომადგენლებმა.

სიახლეები
- "ევროკავშირის ანგარიშში თეთრი ძაფითაა ნაკერი საქართველოს მონაკვეთი, უკუსვლა თუ ვინმეს აქვს, ეს ევროკავშირის მმართველი ინსტიტუციებია"
- "საქართველოში არჩევნების ზოგადი ჩარჩო ყოვლისმომცველ რეფორმებს საჭიროებს" - ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში
- "საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რასაც ხელი შეუწყო კერძო და სახელმწიფო მოხმარებამ, ტურიზმის აღდგენით გამოწვეულმა სარგებელმა, რუსეთიდან მიგრანტებმა და ზოგიერთი სერვისისა და სავაჭრო მარშრუტის გადატანამ"
- "ევროკომისია დეკემბერში ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, მათ შორის საქართველოსთვის" - პაველ ჰერჩინსკი
- "შანტაჟი არ გამოვა, ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ, საქართველო გააგრძელებს მომზადებას იმ ევროპის კავშირისთვის, რომლის მიზანიცაა ევროპული ღირებულებების დაბრუნება"
