პროექტის "მერების შეთანხმების დოკუმენტის მონიტორინგი და ადვოკატირება" - ფარგლებში ქუთაისში შეხვედრები გამართა
დღეს, სამეცნიერო-ინტელექტუალურმა კლუბმა "თაობათა დიალოგი" პროექტის "მერების შეთანხმების დოკუმენტის მონიტორინგი და ადვოკატირება" ფარგლებში შეხვედრები გამართა.
შეხვედრაზე პროექტის გუნდმა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს, სამოქალაქო ორგანიზაციებს, მედიას, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და სამოქალაქო აქტივისტებს, პროექტის ფარგლებში შექმნილი დოკუმენტი წარუდგინა.
დოკუმენტში, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ ევროკავშირის ინიციატივის "მერების შეთანხმების" ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ არის საუბარი. აღნიშნული შეთანხმება კლიმატური და ენერგეტიკული ამბიციების მქონე მუნიციპალიტეტების ფართომასშტაბიანი ინიციატივაა. იგი ათასობით ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ნებაყოფლობითი გაერთიანებაა, რომლის მიზანია ევროკავშირის კლიმატის და ენერგეტიკული პოლიტიკის ამოცანების განხორციელება. მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქები ვალდებულებას იღებენ 2030 წლისთვის სათბური გაზების ემისიის შემცირების 40%-იან ზიანს, შეიმუშავონ ერთობლივი მიდგომები კლიმატის ცვლილების შერბილებასა და მასთან შეგუებისთვის.
"დღეს, პროექტის "მერების შეთანხმების მონიტორინგი და ადვოკატორება" მრგვალი მაგიდის ტიპის შეხვედრა გაიმართა, სადაც სამთავრობო, არასამთავრობო სექტორებს, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს, მედია საშუალებებსა და აქტიურ მოქალაქეებს მივაწოდეთ ინფორმაცია პროექტის ფარგლებში შექმნილი დოკუმენტის შესახებ "ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული აქტივობების გავლენის ანალიზი, მერების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან მიმართებით". აღნიშნული დოკუმენტის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია თავად ქუთაისისათვის, რადგან იგი დაეხმარება ქუთაისის თვითმმართველობას კიდევ ერთხელ გაიაზროს მერების შეთახმებით აღებული ვალდებულებების მნიშველობა და მათი განხორციელების აუცილებლობა,"- ამის შესახებ FirstNews.ge-თან საუბარში სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის "თაობათა დიალოგის" გენერალურმა მდივანმა ლანა თოთაძემ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტი ევროკავშირის ინიციატივას " მერების ხელშეკრულება" შეუერთდა 2011 წლის 15 ივლისს და მემორანდუმზე ხელმოწერით აიღო ვალდებულება "2020 წლისთვის ქალაქში სათბური აირების შემცირებაზე 20%-ით“. 2021 წლიდან კი ქუთაისმა შესაბამის მემორანდუმზე ხელმოწერით აიღო ახალი ვალდებულებები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2030 წლისთვის სათბური აირების ემისიების 30%-ით შემცირებაზე.
სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის „თაობათა დიალოგი“ პროექტი მხარდაჭერილი იყო საქართველოს მწვანეთა მოძრაობა /დედამიწის მეგობრების-მიერ, კლიმატის გავლენების კოალიციის წევრი ორგანიზაციებისთვის გამოცხადებული საგრანტო კონკურსის „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონაწილეობის გაძლიერება კლიმატის ცვლილებების პოლიტიკის საკითხებში ადგილობრივ დონეზე“ ფარგლებში.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი