ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი და საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა
ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე, სანიაღვრე არხისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა დაიწყო.
სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დაათვალიერა და განაცხადა, რომ ადგილზე კაპიტალურად მოეწყობა დახურული სანიაღვრე ქსელი საფეხმავლო ბილიკებთან ერთად.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ჯორჯიან სთოუნი" ახორციელებს.
,,ასათიანის ქუჩა ერთ-ერთი პრობლემური მონაკვეთია ქალაქში. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე კაპიტალურად მოვაწესრიგოთ სანიაღვრე ქსელი და საფეხმავლო ბილიკები რათა ადგილობრივ მოსახლეობას ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარდეს ქუჩაზე გადაადგილების პრობლემა,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
სიახლეები
- სამართალდამცველებმა ორგანიზებული ნარკოდამნაშავეთა ჯგუფი გამოავლინეს
- იტალიაში სიცხემ ელექტროენერგიის პრობლემები შექმნა
- რუმინეთში რუსული დრონი ჩამოვარდა
- ქუთაისში „ფუდ გალერიდან” აღებული სურსათის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგები ცნობილია
- ,,ამათზე ანტიეროვნული და საშიში ხელისუფლება ძნელია რომ წარმოიდგინო"- რომან გოცირიძე
