ქუთაისში ავტომანქანების ტროტუარებზე დგომას მერიის სამსახური გააკონტროლებს
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერიამ აქტიურად დაიწყო მონიტორინგი ქალაქის მასშტაბით ტროტუარებზე ავტომანქანების უნებართვოდ დგომის მიმართულებით.
აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლის მიხედვით მერიის შესაბამის სამსახურს გააჩნია უფლებამოსილება, მოახდინოს რეაგირება და ფულადი ჯარიმის (სანქციის) დაკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეზე.
პირველ ეტაპზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ მოხდება ყველა ფაქტის გამოვლენა და გაფრთხილების დოკუმენტით ინფორმირება სამართალდარღვევის შესახებ, განმეორებით შემთხვევაში კი, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული იძულებითი ღონისძიებები.
ქუთაისში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის ფეხით მოსიარულეთა ბილიკების (ტროტუარების) კეთილმოწყობა.
სიახლეები
- საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მიმართვა სრულიად საქართველოსადმი
- "საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა" - მსოფლიო პატრიარქი
- პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური, საქალაქთაშორისო და სარკინიგზო ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 მარტისთვის
- "საქართველო იმ ქვეყნებზე ბევრად დემოკრატიულია, რომელთაც “მოსკოვის მექანიზმის“ ინიციატივა წარადგინეს" - ირაკლი კობახიძე
