ჭიათურაში, გიორგაძის ქუჩისა და საჩხერის გზატკეცილზე მდებარე კორპუსების რეაბილიტაცია დასრულდა
ჭიათურაში, გიორგაძის ქუჩისა და საჩხერის გზატკეცილზე მდებარე კორპუსების რეაბილიტაცია დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, გარემონტდა გიორგაძის ქუჩის - 8, ხოლო საჩხერის გზატკეცილის – 6 კორპუსი. გაილესა შენობები, შეიღება ფასადები, მოეწყო აივნები და აღდგა კარნიზები. ასევე, ეზოში დამონტაჟდა სავარჯიშო ტრენაჟორები. დასრულებული სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ, ჭიათურის ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად დაათვალიერა. ასევე, შეხვდა მოსახლეობას და მათგან მოისმინა ინფორმაცია დროულად განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელიც მათთვის პრიორიტეტია. მხარის რწმუნებულმა ჭიათურის მუნიციპალიტეტში სხვა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებიც დაათვალიერა, მათ შორის გაეცნო წყალმომარაგების კუთხით მიმდინარე სამუშაოებს, რომლის დასრულების შემდეგაც მუნიციპალიტეტში 24 საათიანი წყალმომარაგება იქნება. პროექტს აზიის განვითარების ბანკი 36 631 493 ლარით აფინანსებს.
სიახლეები
- ზღვაზე შტორმული ღელვა – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- სარფში მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
- ,,ნიპა-ვირუსის სიმპტომები ძალიან ჰგავს გრიპს, ახასიათებს ცხელება, ყელის, თავისა და კუნთების ტკივილი” – მაია ბუწაშვილი
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია ემიგრანტებისთვის
- დაღუპულია 8 ადამიანი - ავარია თურქეთში
