გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას გათავისუფლების მოთხოვნით ხვალ, ქუთაისში აქცია გაიმართება
28 იანვარს, 15 საათზე ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორი საინიციატივო ჯგუფია, რომელიც გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას უსამართლო პატიმრობას გააპროტესტებს.
მოძრაობა „ხმას“ თანადამფუძნებლები გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა, თბილისის ცენტრში, კეკელიძის N1-ში ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს დააკავეს. პროკურატურა მათ სახელმწიფო უწყებისთვის 3 380 ლარის ზიანის მიყენებას ედავება.
სასამართლომ გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
„სასამართლო, რომელიც ქალზე მოძალადეს, მკვლელობასა და ნარკოტიკების რეალიზებაში ბრალდებულებს გირაოთი ათავისუფლებს, იმიტომ რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან, მანქანის მინის დაზიანებაში ბრალდებულ გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას წინასწარ პატიმრობას უსჯის. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად გარკვეული ჯგუფის წინააღმდეგ. ხელისუფლება ხასაიასა და ჩიქობავას დაკავებითა და სამაგალითო დასჯით მიზნად ისახავს ახალგაზრდობის ტერორს და მათში პროტესტის ჩახშობას“, - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
