ქუთაისის მერის ინიციატივით, 2023 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში 100 % - იანი გრანტის მფლობელ ახალგაზრდებს ფულადი ჯილდო გადაეცათ
ქუთაისის მერის იოსებ ხახალეიშვილის ინიციატივით, 2023 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში 100 % - იანი გრანტის მფლობელ ახალგაზრდებს ფულადი ჯილდო გადაეცათ. ადგილობრივი თვითმმართველობისგან მადლობის სიგელი და თანხა - 1000 ლარი 88 სტუდენტმა მიიღო. მათ სხვადასხვა უნივერსიტეტში სრული სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვეს.
დაჯილდოების ცერემონიას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია ბასილაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
,,ქუთაისის მერია არაერთ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს. დღეს კიდევ ერთი მსგავსი პროექტი წარვადგინეთ, რომლის ფარგლებშიც 100 - % იანი დაფინანსების მქონე სტუდენტებს ფულადი ჯილდო გადავეცით. ეროვნულ გამოცდებში მიღწეული წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ, გადავწყვიტეთ, მათთვის კიდევ უფრო მეტი სტიმული მიგვეცა. ჩვენთვის განათლება უმნიშვნელოვანესი თემაა. ადგილობრივი თვითმმართველობა მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ განათლებაში ჩადებული რესურსი უფრო მეტად აისახოს ჩვენი ქალაქისა და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ,“-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
აღნიშნულ ინიციატივას FirstNews.ge-თან საუბარში გამოეხმაურა ერთ-ერთი დაჯილდოებული მართა მუშკუდიანი:
"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო ჩვენთვის, ქუთაისელი ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული წარმატებისთვის, 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსების მოპოვებისთვის, მერიისგან სიგელები და ფულადი საჩუქარი დავიმსახურეთ. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც შენს შრომას აფასებენ, მადლობა მინდა გადავუხადო ქ.ქუთაისის მერიას, პროექტის ორგანიზებაში ჩართულ ადამიანებს. ასევე, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ჩემს წარმატებაში. მისასალმებელია, რომ ქუთაისში საფუძველი ჩაეყარა ასეთ კარგ ღონისძიებას, რომელიც მომავალი თაობებისთვის წამახალისებელი და სასიკეთო იქნება,"- განაცხადა მართა მუშკუდიანმა.
სიახლეები
- "საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა თავდაცვის რეჟიმშია, ცრუ განცხადებებს როცა ვისმენთ, ჩუმად უნდა ვიყოთ?"- კახა კალაძე
- „ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით სიმართლის გამჭვირვალედ დასადგენად ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა" - გიორგი გახარია
- ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება მიმდინარეობს
- პარლამენტმა მხარი დაუჭირა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 დეკემბრისთვის
