ქუთაისის მერიამ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებსა და საერთაშორისო ოლიმპიადებზე გამარჯვებული მოსწავლეები და მათი პედაგოგები დააჯილდოვა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებსა და საერთაშორისო ოლიმპიადებზე გამარჯვებული მოსწავლეები და მათი პედაგოგები დააჯილდოვა.
პროგრამის ფარგლებში დიპლომები და ფულადი ჯილდო გადაეცათ, როგორც ოლიმპიადის გამარჯვებულ მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს, ასევე, 2024 წელს პედაგოგთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე გამარჯვებულ ქუთაისელ მასწავლებლებსაც.
წარმატებულ მოსწავლეებს და პედაგოგებს ჯილდო ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გადასცეს.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
