როგორ გამოიყურება პარკი ოზურგეთში, რომელიც ივანიშვილის დაფინანსებით გაკეთდა
ოზურგეთში, შეკვეთილთან ახალი დასასვენებელი პარკი იხსნება. პარკი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით მოეწყო, ურეკსა და ოზურგეთს შორის, წვერმაღალას გზაზე მდებარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას ივანიშვილის ოფიციალური "ფეისბუქ-გვერდი" ავრცელებს.
როგორც ყოფილი პრემიერის გვერდზეა აღნიშნული, "გასულ წლებში ამ ტერიტორიაზე, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით, კიპარისები გაშენდა და დაჭაობებულ ტერიტორიაზე დროთა განმავლობაში კორომები ჩამოყალიბდა.
ეზო, რომელსაც წვერმაღალასკენ ასასვლელი გზა ორად ყოფდა, გაერთიანდა და მოშორებით ახალი, ბეტონის გზა დაიგო. ამ ტერიტორიაზე გზა მთლიანად იყო დანგრეული, ახლა კი ბეტონის საფარია დაგებული.
წვერმაღალას პარკის ტერიტორიაზე არსებულ ბაღში მდებარე პატარა ტბა გაფართოვდა, გარშემო დაირგო ტირიფები, ბამბუკები და სხვა ხე-მცენარეები. პარკი ორიარუსიანია. მეორე იარუსზე, დაახლოებით 50 მეტრ სიმაღლეზე, გაკეთდა ასასვლელი კიბეები, საიდანაც დამსვენებელს ზღვის პეიზაჟის ნახვა შეეძლება. პარკის მეორე დონეზე ახალი მანდარინების ბაღი გაშენდა, იქვეა დასასვენებელი სახლი და რამდენიმე ფანჩატური.
წვერმაღალას პარკი, რეგიონში ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით აშენებულ სხვა უნიკალურ პროექტებთან ერთად, ამ ზონას განსაკუთრებულს ხდის, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე, დამსვენებლებისთვის".
"ფეისბუქ-გვერდის" ინფორმაციით, შეკვეთილის დიდი დენდროლოგიური პარკი, რომელიც თავისი მასშტაბით უნიკალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში, მომავალ წელს გაიხსნება.
ambebi.ge
სიახლეები
- “ისტერიულ აგონიაში ხართ” - ქეთი ხოსიტაშვილი ISFED-ის პუბლიკაციაზე
- “ის არა ელჩის მოვალეობას ასრულებს, არამედ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი აქტივისტისას, რომელსაც მალე გააუქმებენ” - გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირის ელჩზე
- ქუთაისის ინფექციურ ცენტრს მთავრობა “ლჯ და კომპანიისგან” 8 მილიონ ლარად გამოისყიდის
- ოქროს ფასმა 4 300 დოლარს გადააჭარბა – რა ღირს ოქრო საქართველოში
- რუსეთის ჯარებმა ხარკოვი დაბომბეს