December 17, 2025

ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება მიმდინარეობს

ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება მიმდინარეობს, - 5 000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეცნო.

 

პროექტით, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს, გათვალისწინებულია მთავარი და სათადარიგო სპორტული დარბაზების, სატრენაჟორო სივრცის, აუზის, მსაჯებისა და საერთაშორისო დელეგაციების ოთახების, საკონფერენციო დარბაზის, პრესის სამუშაო სივრცის და რეკრეაციული ზონის მოწყობა.
 
ქუთაისის სპორტის სასახლე როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო მასშტაბის სპორტული შეჯიბრებების, ასევე კონფერენციებისა და სხვადასხვა სახის ღონისძიებების მასპინძლობას შეძლებს.
 
ახალი სპორტის სასახლე ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება, სადაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალი, მრავალფუნქციური პარკის აშენებას გეგმავს.
 
პარკი დაახლოებით 70 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყობა და გააერთიანებს საბავშვო სათამაშო ზონებს, სპორტულ მოედნებს და სავარჯიშო სივრცეებს, საფეხმავლო და ველობილიკების ქსელს, კულტურულ და საგანმანათლებლო სივრცეებს, ღია სცენას, პავილიონებს და ღონისძიებების მოედნებს.
 
ქუთაისის პარკში, ასევე, უნდა განთავსდეს საინფორმაციო ცენტრი, პერგოლები, ჭადრაკის მაგიდები, მოეწყოს დეკორატიული ტბები და შადრევნები.
 
მთავრობის მეთაური, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, ასევე გაეცნო ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაციის პროექტს, რომელიც საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობას, გამწვანების ახალი ზოლების გაშენებას, ტერიტორიის კეთილმოწყობას, მცირე არქიტექტურული ნაგებობების განთავსებას და განათების სისტემის განახლებას ითვალისწინებს.
 
პარკში ასევე მოეწყობა ბავშვთა და სპორტული ზონები, საპიკნიკე სივრცეები და ამფითეატრი.
 
ქუთაისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები პრემიერ-მინისტრმა მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
 
 
წაკითხვა 73 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.