"მამამ შემაყვარა ეს საქმე, მისი პროფესია გავაგრძელე" - ვინ არის 70 წლის კაცი, რომელსაც მარტვილში ქრიზანთემების ულამაზესი სათბურები ეკუთვნის
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახარებოში მცხოვრებმა 70 წლის ტარიელ გვალიამ 8 ათას კვ/მ ფართობზე 20-მდე სახეობის და ფერის ქრიზანტემები მოაშენა.
პროფესიით აგრონომმა ეს საქმე 30 წლის წინ დაიწყო. ამჟამად მას 15 სათბური აქვს. ყვავილები ადგილობრივ ბაზარზე გააქვს და არც მყიდველების ნაკლებობას უჩივის. ტარიელ გვალია AMBEBI.GE-ს უყვება, რომ ბიზნესში მასთან ერთად მთელი ოჯახია ჩართული. აბობს, რომ მათი მოვლა შრომატევადია და თითქმის მთელ დღეს ოჯახის წევრები სათბურში ატარებენ. მცენარეების მოვლა ტარიელ გვალიამ მამისგან ისწავლა.
"მამაჩემი სოფლის მეურნეობის მუშაკი და მევენახე იყო. მან შემაყვარა ეს საქმე და ბავშვობიდან დავინტერესდი მისით. ძალიან შემიყვარდა მცენარეების მოყვანა, მოვლა. სკოლის დამთავრების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ჩავაბარე, რადგან ეს სპეციალობა მიყვარდა. ასე გავაგრძელე მამაჩემის პროფესია. სხვადასხვა მცენარეებთან ერთდად ვუვლიდი მიხაკებს. თანდათან სათბურებიც გავაკეთე. ასე დამიგროვდა 15-20 სათბური. ახლა რაც გვაქვს, ესენი ყველა ჰოლანდიური ჯიშია. ახლა რასაც ვაკეთებ, ჩემი ასაკის კაცისთვის და მთელი ოჯახისთვის საკმაოდ კარგი და მომგებიანია. შრომატევადი საქმეა, თუმცა არ არის პრეტენზიული მცენარე და მისი გამრავლება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მაისში ვრგავთ და ნოემბერ-დეკემბერში იკრიფება, საკმაოდ ყინვაგამძლე მცენარეა, მინუს 3 გრადუსს უძლებს", - ამბობს მცირე მეწარმე.
გვალიების სამ სათბურში, ქრიზანთემების გარდა, ალოესაც ნახავთ. მოსავალი როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საზღვრებს გარეთაც გააქვთ. ამასთან ოჯახს ხეხილის სანერგე მეურნეობაც აქვს, სადაც ათასობით ძირი ხურმის, ალუჩისა და ტყემლის ნერგი გაახარეს.
"მოსავალი ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. თუმცა, დიდ ნაწილს ვაგზავნით რუსეთში, სომხეთში და ასევე, პოლონეთში. ალოესსა და ალოევერასგან სამკურნალო და კოსმეტიკურ საშუალებებს ამზადებენ. ამ მცენარეებს თავისებური მოვლა და მოყვანა სჭირდება", - ამბობს ტარიელ გვალია.
გვალიები თვლიან, რომ სოფელში მეწარმეობის განვითრებას ხელშეწყობა სჭირდება და სახელმწიფომ ამ დარგის განვითარებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი