გელათის ტაძრის დასავლეთ ნაწილზე დაზიანებული დროებითი გადახურვის აღდგენა დღეს იგეგმება
გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის დასავლეთ ნაწილზე დაზიანებული დროებითი გადახურვის ფრაგმენტის აღდგენა გრძელდება.
სამუშაოები დღეს უნდა დასრულდეს. ადგილზე სპეციალურ ტექნიკას ელოდებიან, რომლითაც ქარის შედეგად დაზიანებული სამი თუნუქის ფურცელი თავიდან უნდა დაამაგრონ.
სამუშაოებს კომპანია „იკორთა 2007“ და დამატებითი ჯგუფები ახორციელებენ. სამუშაო პროცესის უსაფრთხოებას გუშინ მთელი დღის მანძილზე კლუბ „თეთნულდის“ მეკლდეურეები და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შრომითი უსაფრთხოების სამსახური უზრუნველყოფდა.
ახალმოწყობილი დროებითი გადახურვის ფრაგმენტის სტრუქტურული გამაგრების პარალელურად, შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად, მომდევნო ორ დღეში შემოწმდება მყარი გადახურვის ფენილების ყველა სეგმენტი. ამავდროულად, სააგენტო გააკონტროლებს დროებითი გადახურვების სხვა ელემენტებზე არსებული ხარვეზების გამოსწორების პროცესს, რომლის პირველი ეტაპი მთავარი ტაძრის ორი ეკვდერის აბსიდებზე დღეს დასრულდება.
„დღეს დასრულდება ასევე მთავარი ტაძრის აღმოსავლეთ მხარეს არსებული ეკვდერების დროებითი გადახურვის შესწორების სამუშაოები. ამით, თავის მხრივ, დასრულდება დროებითი გადახურვის იდენტიფიცირების პირველი რიგის სამუშაოები. ამის შემდგომ მოხდება ამ დროებითი გადახურვის სრული მონიტორინგი“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების თანამშრომელმა, არქიტექტორმა ზაზა ჩხიკვაძემ.
სიახლეები
- რა დაამარცხებს პუტინს: გაბედავს თუ არა ტრამპი რადიკალური ნაბიჯების გადადგმას?! - "მოვიდა ომის ესკალაციის დრო!"
- სტრატეგიის ნაკლებობა თუ ლიდერების დეფიციტი - რატომ ვერ გადაიქცა რუსთაველის აქციები მთელი ქვეყნის პროტესტად
- "განათლებული საზოგადოების გარეშე ძლიერი სახელმწიფო ვერ იარსებებს" - ირაკლი კობახიძე
- "წმინდა წერილი, ღვთის სიტყვა ჩვენს გულს თუ არ შეეხო, მაშინ ის კეთილ ნაყოფს ვერ გამოიღებს" - მეუფე შიო
- პოლიციამ თემქის დასახლებაში ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა
