გელათის ტაძართან დაკავშირებით საქართველოში იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის სპეციალისტები ჩამოვლენ
გაზაფხულზე ველოდებით იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის სპეციალისტებს, რომლებიც მოგვცემენ კონკრეტულ მიმართულებას, რა კუთხის კვლევები უნდა ჩატარდეს გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძართან დაკავშირებით, – ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სააგენტოს ყოველდღიურ რეჟიმში აქვს კომუნიკაცია იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან.
„როგორც იცით, შევცვალეთ კომპანია, რომელიც უკვე ვეღარ ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობებს და პროცესები სამართლებრივ ჭრილშია გადასული. აღმოფხვრილია ყველა პრობლემა, რაც დროებით გადახურვას ახასიათებდა, მაგრამ ჩვენი ფოკუსი და მიმართულება არის დღეს იმ ხარვეზებისა ადგილების გამოკვლევა, ღონისძიებების დაგეგმვა, რა ადგილების გამოც მოხდა ამ გადაუდებელი ღონისძიების ჩატარება. ახლა მთავარია საერთაშორისო ექსპერტის მოლოდინი, რომელიც გვაქვს. ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან. ველოდებით მათგან კონკრეტულ პირთა ჯგუფს, რომლებიც იქნებიან სახურავზე ორიენტირებული, რადგან დღეს სახურავს აქვს გარკვეული პრობლემები. იცით, რომ ტაძარი სრულად რესტავრირდა და სახურავის პრობლემა იყო ძალიან უსიამოვნო. რთულია, როდესაც სრული რეაბილიტაციის პროცესის შემდგომ, როცა გუმბათის ყელი და აბსოლუტურად ყველა დაზიანებული ადგილი გამაგრდა, ამ დროს კრამიტის გამო, ასეთი რამ ხდება. ამიტომ ჩვენ ველოდებით სპეციალისტებს, რომლებიც კონკრეტულ მიმართულებას მოგვცემენ, რა კუთხის კვლევები უნდა ჩატარდეს, როგორ უნდა იყოს გამოსასწორებელი ღონისძიებები და რა ვადაში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რეკომენდაციების შემდგომ საზოგადოებისთვისაც ცნობილი იქნება ის კომპანია, რომელიც განახორციელებს სამუშაოებს. იუნესკო-ს სპეციალისტებს ველოდებით ადრეულ გაზაფხულზე“, – განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"