მსოფლიო პატრიარქი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს წერილით მიმართავს
საქართველოს საპატრიარქო მსოფლიო პატრიარქის მიერ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისთვის მიწერილ წერილს ავრცელებს.
წერილში აღნიშნულია, რომ მსოფლიო საპატრიარქომ რამდენიმე კლერიკოსი მძიმე კანონიკური დანაშაულის გამო სამღვდელო ხარისხიდან ერისკაცობამდე დაიყვანა.
მსოფლიო პატრიარქი საქართველოს საპატრიარქოს მიმართავს, არ შევიდეს მათთან საღვთისმსახურო ურთიერთობაში.
„უწმინდესო და უნეტარესო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსო და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტო, ქრისტესმიერო, უსაყვარლესო და უსასურველესო ძმაო და თანამწირველო, მეუფე ილია, გეხვევით ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით და მოგახსენებთ.
ჩვენთვის ფრიად საყვარელო და დაფასებულო უნეტარესობავ, თქვენ და საქართველოს ეკლესიას, ამ ძმური წერილით ვაუწყებთ, რომ ამერიკის საეპისკოპოსოს კლერიკოსები: ეკონომოსი დუან გონსონი, პრესვიტერი დიონისე ლისტერმან იერლინგი, ნიკოლოზ გრაფი, ემანუელ ხაძიდაკისი, კევინ მილსაპსი, ასევე სვიმის სამიტროპოლიტოს კლერიკოსი პრესვიტერი დიმიტრი გეორგიადისი უკიდურესად მძიმე კანონიკურ დანაშაულში ჩავარდნისათვის სამღვდელო ხარისხიდან დაყვანილ იქნენ ერისკაცობამდე.
ამ კანონიკურ გადაწყვეტილებას მსოფლიო საპატრიარქო აუწყებს თქვენს უნეტარესობას და ძმურად სთხოვს, რათა როგორც განძარცვულებთან ყოველი ქიროტონიული მადლისა და ენერგიებისაგან, შემთხვევით არ შეხვიდეთ მათთან საღვთისმსახურო ურთიერთობაში.
გემთხვევით რა წმინდა ამბორით, თქვენო ღირსეულო უნეტარესობავ, გემშვიდობებით უფლისმიერი სიყვარულითა და გამორჩეული პატივისცემით. ქრისტესმიერი ძმური მოკრძალებით“, – ნათქვამია მსოფლიო პატრიარქის ბართოლომეოსის წერილში.
სიახლეები
- „ქართულ ოცნებას“ სანქციები უახლოვდება, რომლებიც ახლა სამიზნეში იღებენ მოსამართლეებს, პროკურორებსა და გამომძიებლებს, როგორც რეპრესიების ინსტრუმენტებს"
- "დონალდ ტრამპმა პირდაპირ უწოდა რუსეთ-უკრაინის ომს ე.წ. „პროქსი" ომი, რაც ნიშნავს მარიონეტულ ომს, მან პირდაპირ განაცხადა, რომ სინამდვილეში ამ ომის ორი მხარე არიან არა რუსეთი და უკრაინა, არამედ რუსეთი და დასავლეთი"
- "ევროპელი ბიუროკრატები საქართველოში დამარცხდნენ" - კახა კალაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 აპრილისთვის
- "განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება კლიმატის ცვლილების შემარბილებელი პროცესია" - თამარ მალანია