"EECMD"-ის "DRIVE Democracy"-ის პროგრამის მონაწილეთა მიერ წარმოდგენილმა პროექტმა „ქუთაისის ახალგაზრდული საბჭო ძლიერი თვითმმართველობისთვის!“ გამარჯვება მოიპოვა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშია აირჩიეს. მან 30 ხმიდან 28 მიიღო, ორი ბიულეტენი გაბათილდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის სექტემბერში რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში წინა პერიოდებთან შედარებით ყველაზე მეტი ადამიანი შემოვიდა. გასულ წელთან შედარებით (როცა კორონავირუსის პანდემიის გამო შეზღუდვები მოქმედებდა), მონაცემები 511 პროცენტით არის გაზრდილი.
„საქსტატმა“ რეალობა რომ გამოიანგარიშოს, რამდენ ადამიანს აქვს თუნდაც საშუალო ხელფასი, ჩვენ გვექნება სრული კატასტროფა, იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც 130 ათას ადამიანს ხელფასი „საქსტატის“ მიერ გამოანგარიშებულ საარსებო მინიმუმზე ნაკლები აქვს, - ამის შესახებ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
ბუქარესტში, ფეხბურთში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომელსაც 2023 წელს საქართველო და რუმინეთი ერთად უმასპინძლებს.