მაისი 21 2022 წაკითხვა 400 ჯერ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ვებსტერის უნივერსიტეტის პრეზიდენტს ჯულიან შუსტერს უმასპინძლა და პირადად მიულოცა საქართველოში ვებსტერის უნივერსიტეტის კამპუსის გახსნა.

განათლების დამეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოში ახლად გახსნილი ვებსტერის უნივერსიტეტის კამპუსის შესახებ ისაუბრეს. მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ მიესალმება საქართველოში ვებსტერის უნივერსიტეტის კამპუსის გახსნას და მხარს უჭერს ამ მნიშვნელოვან პროექტს. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ვებსტერის უნივერსიტეტს საქართველოდან ბევრი წარმატებული კურსდამთავრებული ეყოლება.

„თავის მხრივ, ვებსტერის უნივერსიტეტის რექტორმა მხარდაჭერისთვის მიხეილ ჩხენკელს გულითადი მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მისი პირადი ხელშეწყობის გარეშე ამ მასშტაბის პროექტი ვერ განხორციელდებოდა.

ვებსტერის უნივერსიტეტის კამპუსი 1000 სტუდენტზეა გათვლილი და განახორციელებს როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო აკადემიურ პროგრამებს ბიზნესის ადმინისტრირება-მენეჯმენტის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და მედიაკომუნიკაციების მიმართულებით. სამომავლოდ დაგეგმილია სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დამატებაც.

სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ მობილობით და რამდენიმე სემესტრი მსოფლიო მასშტაბით ვებსტერის საუნივერსიტეტო ქსელის ნებისმიერ კამპუსში ისწავლონ. სწავლის დასრულებისას სტუდენტებს ვებსტერის უნივერსიტეტის ამერიკული დიპლომი მიენიჭებათ.

მიხეილ ჩხენკელისა და ჯულიან შუსტერის შეხვედრას ვებსტერის უნივერსიტეტის ქართული კამპუსის დირექტორი ნენსი ჰელერადი და „ვებსტერის უნივერსიტეტი საქართველოს“ ოპერაციათა მენეჯერი მაია ნონიაშვილი ესწრებოდნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მაისი 21 2022 წაკითხვა 433 ჯერ

მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ. ამის შესახებ  დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ივა ჭყონიამ განაცხადა.

მაისი 20 2022 წაკითხვა 378 ჯერ

თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვან სექტორზე მოსწავლეებს 29 პედაგოგი ასწავლის, აქედან მიხეილ გრუშევსკის სახელობის 41-ე საჯარო სკოლაში, 22 მასწავლებელია დასაქმებული, საიდანაც 7 საქართველოს მოქალაქეა. ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში, უკრაინულენოვან სექტორზე კი, ჯამში, 7 პედაგოგია დასაქმებული, აქედან 6 უკრაინის, ხოლო 1 - საქართველოს მოქალაქეა, - ამის შესახებ  განათლების და მეცნიერების სამინისტროში განაცხადეს.

მაისი 20 2022 წაკითხვა 362 ჯერ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, სააკაშვილის დიაგნოზები კი არ მცირდება, ყოველ დღე მატულობს და „ამასთან გამკლავება ძალიან რთულია“.

როგორც ყიფშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კვლავაც ფიქრობს, რომ საჭიროა სააკაშვილის საზღვარგარეთ მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანა, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორება იქნება შესაძლებელი.

„ვიცი, რომ რამდენიმე კვლევა გაუკეთდა, მაგრამ დასკვნებს ჯერჯერობით არ გავცნობილვარ. დღის მეორე ნახევარში შევეცდები მკურნალ ექიმს გავესაუბრო. კომპიუტერული და მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია გაუკეთდა. მიმდინარეობს სიმპტომატური მკურნალობა, გადასხმები უკეთდება. სხვა მდგომარეობა არ ვიცი, რადგან სააკაშვილი 2022 წელს არ მინახავს“,- განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ, შესაძლოა, სააკაშვილს კვებითი დანამატები წვეთოვანი გზით მიაწოდონ, ყიფშიძე ამბობს, რომ „ექსპერიმენტული მკურნალობა სახიფათოა.

„ჯობს, ეს გაკეთდეს ისეთ ქვეყანასა და დაწესებულებაში, სადაც ეს კეთდება“, - განაცხადა ყიფშიძემ.

ოქტომბერი 30 2019 წაკითხვა 16483 ჯერ

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა სპორტული ორთაბრძოლის ერთ-ერთი უძველესი სახეობაა, სპორტის ეს სახეობა ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ათლეტისგან ფიზიკურ სიძლიერეს და ხასითის სიმტკიცეს მოითხოვს.

მაისი 20 2022 წაკითხვა 758 ჯერ

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში მაიმუნის ყვავილის შემთხვევები დაფიქსირდა. სტატიაში მოგიყვებით, რას წარმოადგენს რეალურად ეს ნაკლებად ცნობილი დაავადება.

 

რა არის მაიმუნის ყვავილი

 

მაიმუნის ყვავილს იწვევს მაიმუნის ყვავილის ვირუსი — იმავე ოჯახის წარმომადგენელი, რომლისაც არის ყვავილი. თუმცა, ის გაცილებით ნაკლებად მწვავეა და ექსპერტთა განცხადებით, ინფექციის შანსებიც დაბალია.

 

ძირითადად ცირკულირებს ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ქვეყნების მიყრუებულ ნაწილებში, ტროპიკული ტყეების სიახლოვეს.

 

არსებობს ვირუსის ორი ძირითადი შტამი — დასავლეთაფრიკული და ცენტრალურაფრიკული.

 

2021 წელს აშშ-ში ამ ვირუსის ორი შემთხვევა აღირიცხა, ორივე ადამიანი ნიგერიიდან იყო ჩასული. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, მსოფლიოში აფრიკის მიღმა დაფიქსირებულ შემთხვევათა უმეტესობა ძირითადად დაკავშირებულია საერთაშორისო მოგზაურობასთან ან ამ ვირუსით ინფიცირებულ იმპორტირებულ ცხოველებთან.

 

ესპანეთში ამჟამად ყვავილის ვირუსის შვიდი დადასტურებული შემთხვევაა, 22 შემთხვევას კი ახლა იკვლევენ; პირველი შემთხვევა დაფიქსირდა იტალიაშიც; კანადის ჯანდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ მონრეალში მაიმუნის ყვავილის 17 საეჭვო შემთხვევას იკვლევენ. ბრიტანეთში დაფიქსირებული შემთხვევებიდან ორი ნიგერიიდან არის ჩასული, ერთი კი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია, რომელსაც ვირუსი პაციენტისგან გადაედო.

 

საინკუბაციო პერიოდი 7-დან 14 დღემდე გრძელდება. თავდაპირველი სიმპტომები გრიპის მსგავსია, მათ შორის არის ცხელება, თავის ტკივილი, ლიმფური ჯირკვლების შეშუპება, შემცივნება, ზურგის ტკივილი, კუნთების ტკივილი და ზოგადი მოთენთილობა.

 

შემდეგ მოდის გამონაყარი სახესა და სხეულზე, მათ შორის პირში, ხელის გულებსა და ტერფებზე. გამოყრილი მუწუკები სითხით არის სავსე და ხშირად წითელი წრეები აკრავს. ბოლოს ისინი ფუფხად გარდაიქმნება და ორ-სამ კვირაში თავისით ცვივა. კანზე შეიძლება დატოვოს ნაწიბურები. ინფექცია ძირითადად თავისით გაივლის და 14-დან 21 დღემდე გრძელდება.

 

„მკურნალობა ძირითადად მხარდაჭერითია, რადგან არ არსებობს კონკრეტული წამალი. თუმცა, არის ვაქცინა, რომელიც დაავადების განვითარების პრევენციას ახდენს“, — ამბობს ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის საერთაშორისო ჯანდაცვის პროფესორი ჯიმი ვითვორთი.

 

როგორ ვრცელდება

 

მაიმუნის ყვავილი ვრცელდება ინფიცირებულ პირთან ახლო კონტაქტის გზით. ვირუსი სხეულში შეიძლება შევიდეს დაზიანებული კანიდან, სასუნთქი გზებიდან, თვალებიდან, ცხვირიდან ან პირიდან. სქესობრივი გზით გადადების შემთხვევა ჯერ აღწერილი არ არის, მაგრამ ამ დროს ის შეიძლება გავრცელდეს ორ ადამიანს შორის პირდაპირი კონტაქტის მეშვეობით.

 

ვირუსი ასევე ვრცელდება ინფიცირებულ ცხოველებთან, მაგალითად, მაიმუნებთან, ვირთხებთან და ციყვებთან კონტაქტის გზით, ისევე, როგორც ვირუსით დაბინძურებულ ობიექტებთან, მათ შორის საწოლთან ან ტანსაცმელთან კონტაქტის გზით.

 

რამდენად სახიფათოა

 

ვირუსის შემთხვევათა უმეტესობა მსუბუქია, ხშირად ჩუტყვავილას ჰგავს და რამდენიმე კვირაში თავისით ქრება. მაიმუნის ყვავილი ზოგჯერ შეიძლება გამწვავდეს; დასავლეთ აფრიკაში დაფიქსირებულია სიკვდილის შემთხვევებიც.

 

რამდენად ხშირია გავრცელებები

 

ვირუსი პირველად 1958 წელს დააფიქსირეს კვლევისთვის დატყვევებულ მაიმუნთა კოლონიებში. თუმცა, მისი ძირითადი გადამტანები ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. CDC-ის მონაცემებით, გადატანაში ეჭვმიტანილები აფრიკული მღრღნელები არიან.

 

ადამიანებში პირველი შემთხვევა 1970 წელს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაფიქსირდა, იმ პერიოდში, როდესაც ყვავილის ვირუსი ამოძირკვის გამალებული ღონისძიებები ხორციელდებოდა. მაიმუნი ყვავილი თანდათან სპორადულად გავრცელდა აფრიკის 10 ქვეყანაში.

 

2003 წელს ვირუსი აშშ-ში დააფიქსირეს, რაც მისი პირველი შემთხვევა იყო აფრიკის გარეთ. გაირკვა, რომ პაციენტებს დაავადება მდელოს ძაღლებთან ახლო კონტაქტის გზით გადაედოთ, თავად ეს ცხოველები კი ქვეყანაში იმპორტირებული მცირე ძუძუმწოვრებისგან დაინფიცირდნენ. ჯამში, ადამიანებში მაშინ 81 შემთხვევა აღირიცხა, მაგრამ არ დაფიქსირებულა სიკვდილის შემთხვევა.

 

2017 წელს ნიგერიაში დაფიქსირდა უდიდესი დოკუმენტირებული გავრცელება — ამ ქვეყანაში დადასტურებული ბოლო შემთხვევიდან 40 წლის შემდეგ. სულ აღირიცხა მაიმუნის ყვავილის 172 საეჭვო შემთხვევა, რომელთა 75 პროცენტს 21-დან 40 წლამდე ასაკის მამაკაცები შეადგენდნენ.

 

მკურნალობა

 

არ არსებობს მაიმუნის ყვავილის სამკურნალო საშუალება, მაგრამ გავრცელებათა კონტროლი შესაძლებელია ინფექციის პრევენციით.

 

აღმოჩნდა, რომ ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ 85 პროცენტით ეფექტიანია. ყვავილის ვირუსი ამოძირკვულად 1980 წელს გამოცხადდა და შესაბამისად, ამ დროისათვის მისი თავდაპირველი (პირველი თაობის) ვაქცინა ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი აღარ არის.

 

2019 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაამტკიცა ახალი ვაქცინა მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ, რომელიც შესუსტებულ ყვავილვაქცინის ვირუსს ეფუძნება. ის ორდოზიანი ვაქცინაა, რომელზე ხელმისაწვდომობაც შეზღუდულია.

 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანეთი ვაქცინის ათასობით დოზის შეკვეთას გეგმავს, რათა ის მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ გამოიყენოს.

 

გვაქვს თუ არა შეშფოთების მიზეზი

 

ექსპერტთა განცხადებით, მაიმუნის ყვავილის მსოფლიოში ფართოდ გავრცელების საშიშროება არ არსებობს, რადგან ვირუსი ადამიანებს შორის მარტივად ვერ ვრცელდება და ფართო საზოგადოება ძალიან დაბალი რისკის ქვეშ არის.

 

„ის ფაქტი, რომ ბრიტანეთში მაიმუნის ყვავილით ინფიცირებული პაციენტის 50 კონტაქტიდან მხოლოდ ერთი დაინფიცირდა, აჩვენებს, რამდენად სუსტად ინფექციურია ეს ვირუსი“, — ამბობს ნოტინგემის უნივერსიტეტის მოლეკულური ვირუსოლოგიის პროფესორი ჯონათან ბოლი.

 

მომზადებულია BBC-ის, CNN-ისა და who.int-ის მიხედვით.

გვერდი 198 სულ 687
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

TOP.GE

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.