იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონული კოორდინაციის სამმართველოს უფროსმა შოთა კაკაბაძემ და გუბერნატორის მოადგილემ ბესიკ გოფოძემ, იმერეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და FAO-ს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის (NAITS) პროექტის მხარდაჭერით, სამომხმარებლო ბაზარზე ხორცი QR კოდით განთავსდება. ამასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით არსებულ სასაკლაოებს შესაბამისი ტექნიკურ აღჭურვილობას გადასცემს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
თბილისის რამდენიმე სკოლის მოსწავლეთა მშობლების ინფორმაციით, ერთდღიან ექსკურსიებზე წასასვლელად სკოლის ადმინისტრაციამ მათ მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაზღვევის წარდგენა მოსთხოვა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ მშობლების ნაწილმა განუცხადა, დაზღვევისთვის მათ დამატებით 4 ლარი უნდა გადაეხადათ.
ამასთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უარყოფს მშობლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ ექსკურსიის ორგანიზებისას დაზღვევის წარდგენა მათი მოთხოვნა არ არის.
სამინისტროში განაცხადეს, სკოლამ ექსკურსიის ორგანიზებისას მხოლოდ ის რეგულაციები უნდა დაიცვას, რომელიც საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის გაიცა.
ამასთან, „ინტერპრესნიუსმა“ ინფორმაცია ერთ-ერთ საჯარო სკოლაში გადაამოწმა, სადაც მოსწავლეთა მშობლების ინფორმაციით, დაზღვევა მოითხოვეს, თუმცა სკოლის ადმინისტრია აღნიშნულს უარყოფს და აცხადებს, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის წარდგენა მოსწავლეებისთვის მათ არ დაუვალებიათ.
ცნობისთვის, განათლების სამინისტრო სკოლებს მხოლოდ ერთდღიანი ექსკურსიის მოწყობის უფლებას აძლევს, მოსწავლეების ღამისთევით ქალაქიდან გასვლა კი იკრძალება. ამასთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ექსკურსიის ადგილის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ მანძილი სკოლიდან ლოკაციამდე 150 კმ-ს არ აღემატებოდეს.
გარდა ამისა, ზოგადადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების მიხედვით, მნიშვნელოვანია, ექსკურსიის დროს არასრულწლოვნები არ მოხვდნენ მდინარისა და წყალსაცავების მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყერსაშიშ და სხვა დაუცველ ტერიტორიებზე. ასევე, როგორც განათლების სამინისტროში სააგენტოს განუმარტეს, ექსკურსიაში მონაწილე სრულწლოვან პირთა შორის უნდა იყოს სულ მცირე ერთი ქმედუნარიანი პირი, რომელსაც აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევები.
რუსეთმა საქართველოსთან სახმელეთო საზღვრის გადაკვეთაზე შეზღუდვები მოხსნა. ახლა რუსებს საზღვრის გადაკვეთისთვის სპეციალური საფუძველი აღარ დასჭირდებათ და მხოლოდ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერტიფიკატის ან კორონავირუსის PCR ტესტის საბუთი უნდა წარადგინონ, რაც გამგზავრებამდე 72 საათით ადრე უნდა აიღონ.
როდესაც ადამიანი ხელყოფს ოჯახის სიწმინდეს, შეურაცხყოფს მას, როდესაც ადამიანი აკნინებს სიტყვის ნიჭს და უარყოფს რელიგიას, რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი გონებასაც კარგავს, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა.
გასული ერთი კვირის (09.05-15.05.2022) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.