სინოპტიკოსების პროგნოზით, 27 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.
ტესტების დეფიციტი ქვეყანაში არ არსებობს, არანაირი ტესტირების შეჩერება არ ხდება - ამირან გამყრელიძემ ამ საკითხზე სარეკომენდაციო ხასიათის მოწოდება გააკეთა, არ არის სავალდებულო, ყველა გაიტესტოს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 78 172 კვლევა ტესტით, მათ შორის 46 900 კვლევა ანტიგენის ტესტით და 31 272 PCR ტესტით.
ქუთაისის საკალათბურთო კლუბი "ქუთაისი-2010" ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის გამარჯვებულია.
ზუგდიდი, ფოთი და ქუთაისი #EU4Culture-ს კონკურსში შერჩეული ქალაქებია. მათ კულტურის განვითარების სტრატეგიების შესამუშავებლად ევროკავშირისგან 30 000€-მდე გრანტები მოიპოვეს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, შესაძლებელია, დღეს გამოვლენილი 15 ათასი შემთხვევის გარდა, კიდევ ერთი ამდენი ინფიცირებული იყოს, რომლებთანაც ვირუსი მსუბუქად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს და პირი ვერ ამჩნევს.