ქუთაისის მერიის შპს „პარკინგსერვისის" თანამშრომელი სცემეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ვარლამიშვილის ქუჩაზე მოხდა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძრიდან მოქალაქეებს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ნათლისღება იმდენად დიდი დღესასწაულია, რომ ყველა ადამიანი უნდა ეზიაროს ამ მადლს.
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი საქართველოს ხელისუფლებას სთავაზობს, პატიმრობაში მყოფი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი შინაპატიმრობაში მის ეპარქიაში გადაიყვანონ.
მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოს მიწის ფართობი გადაეცა, სადაც ქართული კულტურის ცენტრი აშენდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, არასწორია საუბარი იმის შესახებ, რომ „ომიკრონი“ კორონავირუსის მსუბუქი ვარიანტია და მან ვირუსის საფრთხე აღმოფხვრა.
19 იანვარს ქუთაისში თოვლი და +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 გრადუსი იქნება, მოთოვს. ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში უმეტესად დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს.