28 დეკემბერს, საპროტესტო აქციების დაწყებიდან 1 თვის თავზე, საქართველოს ქალაქებში „ერთობის ჯაჭვი" გაიმართება. ცოცხალ ჯაჭვში მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით 15:00 საათზე ჩადგებიან.
რუსეთის ბაზარზე საკუთარი პროდუქციის გატანას თემურ ჭყონია ეხმაურება.
როგორც „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი აცხადებს, არავის არ ეკითხება, რას გაიტანს ის რუსეთის ბაზარზე.
“თქვენ ვინ გეკითხებათ, მე რა შემომაქვს და რა არ შემომაქვს”, – აცხადებს ჭყონია.
ქართველი პოლიტიკოსი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე – ბაჩუკი ქარდავა გარდაიცვალა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ლელა სტურუას ინფორმაციით, ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ ელექტრონულ სიგარეტებს ამჟამად მოსწავლეთა 11.3%, თამბაქოს კი - 11.6% მოიხმარს.
საქართველოს პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 117,097.80 მილიონი ლარით დაამტკიცა.