ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ ელექტრონულ სიგარეტებს ამჟამად მოსწავლეთა 11.3%, თამბაქოს კი - 11.6% მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ლელა სტურუას ინფორმაციით, ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ ელექტრონულ სიგარეტებს ამჟამად მოსწავლეთა 11.3%, თამბაქოს კი - 11.6% მოიხმარს.
უფრო კონკრეტულად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად ჩატარებული კვლევის GYTS (თამბაქოს გლობალური კვლევა ახალგაზრდებში) თანახმად, სიგარეტს ამჟამად ეწევა მოსწავლეთა 5.2%, უკვამლო/არა-მოსაწევ თამბაქოს კი ამჟამად მოიხმარს მოსწავლეთა 4.2%.
როგორც ლელა სტურუამ NCDC-ს მიერ განხორციელებული კვლევის შედეგებზე საუბრისას განმარტა, სტატისტიკის თანახმად, 16 წლის ასაკის ბავშვები ელექტრონული სიგარეტის შემდეგ ჩვეულებრივ თამბაქოს მოიხმარენ.
„2024 წლის კვლევის თანახმად, 16 წლის ასაკის ბავშვები ყველაზე მეტად მოიხმარენ ელექტრონულ სიგარეტს, შემდეგ კი მოდის ტრადიციული თამბაქო და გასახურებელი თამბაქო. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 1 თვის განმავლობაში ყველაზე მეტად უფრო მოიხმარენ ელექტრონულ სიგარეტს, შემდეგ კი ჩვეულებრივ თამბაქოს“,- აღნიშნა ლელა სტურუამ.
ამავე კვლევის თანახმად, მოსწავლეთა 35.7% თამბაქოს კვამლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება სახლში, მოსწავლეთა 36.6% თამბაქოს კვამლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება დახურულ საზოგადოებრივ შენობებში.
რაც შეეხება წვდომასა და ხელმისაწვდომობას, კვლევაში აღნიშნულია, რომ მოსწავლეთა 54.0%-მა, რომლებიც ამჟამად ეწევიან სიგარეტს, სიგარეტი შეიძინეს მაღაზიაში, სუპერმარკეტში, ქუჩის მოვაჭრესთან ან ჯიხურში.
მოსწავლეთა შორის, რომლებიც ამჟამად ეწევიან სიგარეტს და ცდილობდნენ სიგარეტის შეძენას, 67.9%-მა, მიუხედავად ასაკისა, შეძლო შეძენა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე.
სიახლეები
- “არ მინდა, ბრძოლის გარეშე კალაძეს თბილისი გადავაბარო - მინდა, დავარწმუნო პარტნიორები, რომ გამარჯვების ფორმულა არის ბრძოლაში” -მამუკა ხაზარაძე
- თურქეთში ყურბან-ბაირამის პირველ დღეს 14 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
- “ჩვენ არ ვართ ბავშვები პუტინთან ერთად სკვერში, სათამაშო მოედანზე, ის მკვლელია, რომელიც ამ სკვერში ბავშვების მოსაკლავად მოვიდა” - ვვოლოდიმირ ზელენსკი ტრამპის განცხადებაზე
- განათლების სამინისტრო - გავრცელებული ინფორმაცია, რომ ინკლუზიური განათლების სამმართველო გაუქმდა, არ შეესაბამება სიმართლეს - გაერთიანდა სტრატეგიული დაგეგმვისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველო
- “ოპოზიციის “გარე უფროსები” ფსონს უკვე არა “ნაციონალურ მოძრაობაზე”, არამედ “ლელოსა” და გიორგი გახარიას გუნდზე – “საქართველოსთვის” დებენ” - ლევან მაჭავარიანი