ნოემბერი 14 2021 წაკითხვა 337 ჯერ

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს. 

დეკანოზი გიორგი მამალაძე გლდანის მე-18 დაწესებულებიდან "ვივამედში" გუშინ, ღამის 3 საათისთვის გადაიყვანეს.

ამ დროისთვის უცნობია, რა არის კონკრეტული მიზეზი, რის გამოც დეკანოზის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. 

თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, მისი ძმა უფრო ცუდადაც ყოფილა და ის მოთხოვნის მიუხედავად კლინიკაში არ გადაუყვანიათ.

"სამი წელია მე-18 დაწესებულებაში იმყოფება და ეს დაწესებულება პირდაპირი მნიშვნელობით არის სასაკლაო. 3 წლის განმავლობაში პარალიზებულ მდგომარეობაშია და არანაირი მკურნალობა არ ჩატარებულა, რადგან რესურსი არ გააჩნია ამ საავადმყოფოს.

მითხრეს, რომ გადმოყვანილია "ვივა მედში", მაგრამ გადმოყვანის მიზეზი უცნობია. თუ ეს არის თემების გადაფარვის მცდელობა, ჩემი ძმა ამ ბინძურ საქმეში არ აჰყვება მათ", - განაცხადა თორნიკე მამალაძემ. 

დეკანოზის ძმის თორნიკე მამალაძის თქმით, დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ადვოკატი კლინიკაში შევა და გიორგი მამალაძეს მოინახულებს.

ნოემბერი 14 2021 წაკითხვა 443 ჯერ

დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 38 817 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 700 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 277 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.53%.

ნოემბერი 14 2021 წაკითხვა 323 ჯერ

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ დღეს იყო პირველი დღე, როდესაც მესამე პრეზიდენტი ლოგინიდან ვერ ადგა. 

ნოემბერი 13 2021 წაკითხვა 480 ჯერ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი მცირე შემოსავლების მქონე ქვეყნებში ვაქცინაციის დაბალი დონის ფონზე, გამაძლიერებელი, ანუ ე.წ ბუსტერ დოზების გამოყენების ტენდენციას აკრიტიკებს.

ნოემბერი 13 2021 წაკითხვა 365 ჯერ

ქართველი რეჟისორის ერმალო მაღრაძის მეუღლე, მანანა ხიდაშელი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. 

ნოემბერი 13 2021 წაკითხვა 468 ჯერ

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 565 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით მონაცემები ასეთია: 

გვერდი 256 სულ 693
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.