June 6, 2025

ნოემბერი 23 2021 წაკითხვა 528 ჯერ

მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ეკლესიაში წირვა ჩატარდება.

 

23 ნოემბერს, ასევე ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის დღესასწაულია, რომელიც 2004 წლის 23 ნოემბერს აკურთხეს. ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ღვთიმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

 

რელიგიური სწავლების თანახმად, წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.

 

რელიგიური ლიტერატურის მიხედვით, წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის - ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

 

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.

 

23 ნოემბერი საქართველოში უქმე დღედ არის გამოცხადებული.

ნოემბერი 23 2021 წაკითხვა 342 ჯერ

2020 წლის დეკემბრიდან ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ზრუნვის კავშირი „ჰერა“ ბაღდათსა და ვანში ახორციელებს პროექტს „ეფექტური ორმხრივი კომუნიკაცია თემსა და მმართველობას შორის და ქალთა გაძლიერება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“.

ნოემბერი 22 2021 წაკითხვა 452 ჯერ

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, წყალტუბოში ახალი მერი  თანამშრომლებს წარუდგინა. გენადი ბალანჩივაძემ უფლებამოსილების  განხორციელება ოფიციალურად დაიწყო.

ნოემბერი 22 2021 წაკითხვა 445 ჯერ

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 22 012 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 851 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 530 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.41%.

ნოემბერი 21 2021 წაკითხვა 440 ჯერ

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სამტრედიაში, საპილოტე პროგრამის ფარგლებში რეაბილიტირებულ ცენტრალურ სკვერში, ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია „ავიცრათ ერთმანეთისთვის“ ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიება იმართება.

გვერდი 253 სულ 692
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.