Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 962 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 513 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 449 PCR ტესტით.
დღეს, ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე 23-ე სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია უძღვებოდა. დეპუტატებსა და შეკრებილ საზოგადოებას ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა მიმართა.
ქუთაისში კოვიდ19- ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ქალაქის პოლიკლინიკებსა და სტაციონარებში, იქ სადაც ვაქცინაციის პუნქტებია გახსნილი, საპენსიო ასაკის ადამიანების აქტიურობა შეინიშნება.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 51 298 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 278 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 154 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.34%.
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი „მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2022“-ის გამარჯვებულებს შეხვდა. მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტი რამდენიმე წელია წარმატებით ხორციელდება ქუთაისის მუნიციპალიტეტში და ქალაქის ბიუჯეტის ფორმირებაში მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას განაპირობებს.
ყველა ქვეყანას გვაქვს მიღებული ჯანმო-ს გაფრთხილება, რომ წელს გრიპის გაცილებით მეტი შემთხვევა იქნება, ვიდრე 2020 წელს. იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც გარკვეული იმუნიტეტი აქვს გრიპის მიმართ, ძალიან დაბალი იქნება - დეკემბერი და იანვარი ძალიან საგანგაშო და მნიშვნელოვანი პერიოდია, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.