ორშაბათიდან ვაქცინარებული პირების წახალისების მიზნით ლატარია დაიწყება. შესაბამისი განცხადება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.
ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმები - ზურაბ გურული და ნანა გეგეჭკორი გაურთულებელი კორონავირუსის სახლის პირობებში მართვის შესახებ ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობენ.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 624 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 740 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 884 PCR ტესტით.
"ქართული ოცნება - დემკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ კახაბერ ბოჭორიშვილთან და პარტიის სხვა წევრებთან ერთად, ნიკეას ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა.
“საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსისგან, საშუალოდ, 80 ადამიანი იღუპება. სპეციალისტები ამას აგვისტოში ინფიცირების რეკორდულ მაჩვენებელს უკავშირებენ და სექტემბერში ახალი შემთხვევების კლების ფონზე მიახლოებით თარიღს ასახელებენ, თუ როდიდან უნდა ველოდოთ გარდაცვალების ყოველდღიური შემთხვევების კლებას.