“ხაზარაძეს მთავარი ოპოზიციონერობა უნდა, სააკაშვილის ადგილისთვის იბრძვის” - ჩერგოლეიშვილი
2024 წლის არჩევნებზე რეალურად დასრულდა ნაციონალური მოძრაობის დომინაციის ეპოქა. თვითმმართველობის არჩევნებზე ეს შეიძლება, გაფორმდეს და ახალი დომინანტი გაჩნდეს – ხაზარაძის სახით.
"ხაზარაძის ცდუნება ეს არის – მთავარი ოპოზიციონერობა უნდა. იცის, რომ ნაციონალური მოძრაობაც და ახალიც არიან შავ დღეში. მათ არ აქვთ არც ტელევიზია და არც ფული (იმიტომ, რომ კეზერა გაწეულია, გაბუტულია) და ერთადერთი, ვისაც ტელევიზია და ფული აქვს, არის ხაზარაძე და ახლა შეუძლია, რომ მთავარი ოპოზიციონერი გახდეს, ანუ, მიშა ჩაანაცვლოს. ბიძინას ჩანაცვლება კი არ უნდა, მიშას ჩანაცვლება უნდა. რა საკრებულოს მანდატი?
აქ არაფერ შუაშია საკრებულოს მანდატები. უნდა, რომ დამარცხებულებში დაჯდეს ქურდად. მიშა სააკაშვილის ადგილისთვის იბრძვის".
სიახლეები
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
- საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში გაემგზავრა
- უკრაინის პატრიარქი ფილარეტი კიევში დაკრძალეს
- ,,38 წლის ასაკში დადგა დრო, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და გაცნობოთ ჩემი 17-წლიანი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ” – გურამ კაშია
