გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 სექტემბრამდე, საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
უკვე ფუნქციონირებს სპეციალური აპლიკაცია, რომელიც მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, მიიღონ ინფორმაცია მათი კოვიდთან დაკავშირებული სტატუსის შესახებ, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა გარკვეული ნაწილი მეხსიერებასა და კოგნიტური ფუნქციების დარღვევასთან დაკავშირებულ პრობლემებს უჩივის. ასეთი შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია იმ პირებში, რომლებსაც ე.წ. ხანგრძლივი კოვიდი აქვთ გადატანილი.
“იმ მოქალაქეებისათვის, ვისაც აცრა გაკეთებული არ აქვთ, 15 სექტემბრიდან კორონავირუსზე ტესტირება ფასიანი ხდება.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 17 192 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 946 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 351 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.50%.
11 სექტემბერს დღის ბოლოდან 13 სექტემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.