June 23, 2025

დეკემბერი 23 2020 წაკითხვა 562 ჯერ

საქართველოში კორონავირუსის 2 345 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 560 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 51 პაციენტი.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 214 871 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 191 968 გამოჯანმრთელდა, 2 233 კი, გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმშია 455, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 358 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 1 600 პირი.

 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

დეკემბერი 22 2020 წაკითხვა 634 ჯერ

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, გამარჯვების ტერიტორიულ ერთეულში იმყოფებოდა. ქალაქის მერი ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომლებს იმ ინიციატივაზე ესაუბრა, რომელიც პანდემიის პერიოდში მოსახლეობასთან კომუნიკაციის მოქნილ ფორმებს გულისხმობს.

დეკემბერი 22 2020 წაკითხვა 429 ჯერ

საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება არ განხოციელდეს სრული მოცულობით.

დეკემბერი 22 2020 წაკითხვა 710 ჯერ

მთავრობა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების 24 დეკემბრიდან შემსუბუქების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვების შემსუბუქება 2 იანვრამდე იმოქმედებს.

დეკემბერი 22 2020 წაკითხვა 729 ჯერ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გადაუდებელი დახმარების ექიმები შესაძლებლობიდან გამომდინარე უმოკლეს დროში ახერხებენ მოქალაქეების დახმარებას.

დეკემბერი 22 2020 წაკითხვა 576 ჯერ

დედამიწა პანდემიამ დაამგვანა ერთ დიდ „გოსპიტალს“, სადაც ძალიან ბევრი სხვადასხვა დონის დაავადება ერთდროულად წარმოჩინდა, მაგრამ მეორე რამეც არის გამოწვევა, რომ ერთ უნივერსიტეტსაც დაემსგავსა დედამიწა, ყველამ ყველაფერი იცის, ან ყველამ ყველაფერი გაიგო, - ამის შესახებ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლადო კახაძემ განაცხადა.

გვერდი 414 სულ 687
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.