"პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, მომავალში ბირთვული იარაღის წარმოება გაგრძელდება - ტრამპმა, რომელიც მშვიდობისმყოფელ პრეზიდენტად მოვიდა, აშშ-სთვის ახალი ომი დაიწყო"
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, აშშ-ის დარტყმების შედეგად ირანის კრიტიკული ინფრასტრუქტურა სერიოზულად არ დაზიანებულა და ქვეყანა ბირთვულ პროგრამას გააგრძელებს.
„რა მიაღწიეს ამერიკელებმა ირანში სამ წერტილზე ღამის დარტყმებით? ბირთვული ციკლის კრიტიკულმა ინფრასტრუქტურამ, როგორც ჩანს, მცირე დაზიანება მიიღო, ან საერთოდ არ დაზიანებულა. ბირთვული მასალის გამდიდრება და, ახლა პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალში ბირთვული იარაღის წარმოება, გაგრძელდება. რიგი ქვეყნები მზად არიან ირანს პირდაპირ მიაწოდონ ბირთვული იარაღი. ისრაელი თავდასხმის ქვეშაა, აფეთქებების ხმები ისმის, ხალხი პანიკაშია. შეერთებული შტატები ახალ კონფლიქტშია ჩათრეული სახმელეთო ოპერაციის პერსპექტივით“, - წერს მედვედევი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი თქმით, ირანის პოლიტიკური რეჟიმი არსებობას აგრძელებს და, დიდი ალბათობით, უფრო ძლიერი გახდა, ხალხი სულიერი ლიდერის გარშემო ერთიანდება, მათ შორის ისინიც, ვინც მას არ თანაუგრძნობდა.
„ტრამპმა, რომელიც მშვიდობისმყოფელ პრეზიდენტად მოვიდა, შეერთებული შტატებისთვის ახალი ომი დაიწყო. მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა ისრაელისა და შეერთებული შტატების ქმედებების წინააღმდეგია. კარგი დასაწყისია, გილოცავთ, ბატონო პრეზიდენტო!“- წერს მედვედევი.
სიახლეები
- რას ნიშნავს ოპოზიციის სამოქმედო გეგმაში “თავგანწირვა და რისკზე წასვლა” და სწორი იყო თუ არა ბოიკოტი
- "რუსეთმა განზრახ დაუმიზნა ბირთვულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს"- ვოლოდიმირ ზელენსკი
- "ჩვენ საქართველოსთან უფრო და უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, ისე მჭიდროდ, რამდენად ეს შესაძლებელია“- ნიკოლ ფაშინიანი
- ქალები ქმნიან ბიზნესს: 10 ივნისს თბილისი მასშტაბურ ბიზნეს სამიტს უმასპინძლებს
- "განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ქუთაისის თეატრის მოყვარულთა საზოგადოების მიმართ" - გარდაიცვალა ნანა ქაჯაია
