June 19, 2025

სექტემბერი 08 2020 წაკითხვა 351 ჯერ

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ბიზნესსა და მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროსა და სპეციალისტების რეკომენდაციები, რათა დამატებითი რეგულაციების დაწესების საჭიროება არ დადგეს.

სექტემბერი 08 2020 წაკითხვა 396 ჯერ

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი ცხოველთა თავშესაფრის გაჩუქებას აპირებს.

სექტემბერი 07 2020 წაკითხვა 318 ჯერ

ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ერთ მაგიდასთან 12 ადამიანის დასხდომა დასაშვები ხდება.

სექტემბერი 07 2020 წაკითხვა 455 ჯერ

გიორგი გახარია - ბავშვები და სტუდენტები სწავლას განაგრძობენ პირველი ოქტომბრიდან, მანამდე სწავლა დაიწყება დისტანციურად

 

ორი კვირით, პირველ ოქტომბრამდე, ბათუმში და ქობულეთში სასწავლო პროცესი გადაიდება და იქნება დისტანციურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბათუმში ბოლო თვეების განმავლობაში, შიდა ტურისტული სეზონიდან გამომდინარე, მობილობა იყო ძალიან მაღალი, შესაბამისად, ინფიცირების ზრდა მოსალოდნელი იყო.

 

 

„ორი კვირით, პირველ ოქტომბრამდე, ბათუმში და ქობულეთში სასწავლო პროცესი გადაიდება და იქნება დისტანციურად. ეს ნიშნავს იმას, რომ ქობულეთში და ბათუმში ბავშვები კლასში და სტუდენტები აუდიტორიაში სწავლას განაგრძობენ პირველი ოქტომბრიდან. მანამდე სწავლას დაიწყებენ დისტანციურად", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეპიდემიის და ვირუსის მართვის პროცესი სრულად ექვემდებარება კონტროლს.

 

„იქიდან გამომდინარე, რომ ყველანი ვხვდებით, რომ ბათუმში ბოლო თვეების განმავლობაში, შიდა ტურისტული სეზონიდან გამომდინარე, მობილობა იყო ძალიან მაღალი, შესაბამისად, ინფიცირების ზრდას ჩვენ მოველოდით და ამისთვის როგორც ბათუმში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ყველაფერი მზად არის. მთავარია, რომ ეპიდემიის და ვირუსის მართვის პროცესი სრულად ექვემდებარება კონტროლს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სასწავლო წელი მობილობის კიდევ უფრო გაზრდას გამოიწვევს, ჩვენ დღეს გარკვეული გადაწყვეტილებები მივიღეთ", - განაცხადა გორგი გახარიამ.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭოს სხდომები კვირაში ორჯერ - ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს გაიმართება.

 

„დღეს გვქონდა საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭოს სხდომები შედგება ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს. ჩვენ გადასულები ვიყავით კვირაში ერთხელ შეხვედრებზე. დღეის მონაცემებით, ქვეყანაში გვაქვს 34 ახალი ინფიცირების შემთხვევა. აქედან 32 შემთხვევის წყარო დადგენილია, 20 შემთხვევა გახლავთ ბათუმი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

სექტემბერი 07 2020 წაკითხვა 519 ჯერ

7-10 სექტემბერს, საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

სექტემბერი 06 2020 წაკითხვა 735 ჯერ

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის პირველ შეხმედრაში ესტონეთს სძლია.

გვერდი 490 სულ 696
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.