,,ჩუქდება თავშესაფარი, 249 ძაღლთან და 4 მურა დათვთან ერთად!!!"
ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი ცხოველთა თავშესაფრის გაჩუქებას აპირებს.
ამის შესახებ ინფორმაცია თავშესაფრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.
,,ჩუქდება თავშესაფარი, 249 ძაღლთან და 4 მურა დათვთან ერთად!!!
თავშესაფარი განთავსებულია გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის 9 ნომერში. 2 500 (ორი ათას ხუთასი) კვადრატულ მეტრზე. შენობა-ნაგებობების და მიწის ფართი შეადგენს მილიონ 350 ათას ლარს.
გაჩუქების აუცილებელი პირობაა იქ არსებული ცხოველების 10 წელი მოვლა, შენახვა და პატრონობა. ( ამჟამად თავშესაფარში მყოფი ძაღლები 10 წლის შემდეგ სიბერით მოკვდებიან).
მიწის ნაკვეთი, შენობა ნაგებობებით ეკუთვნის ბატონ თამაზ ელიზბარაშვილს. გაჩუქების მიზანი არის იქ არსებული ცხოველების გადარჩენა შიმშილით სიკვდილისაგან.
მთავრობამ, ბიზნესმა, საზოგადოებამ , ვისაც გაქვთ სურვლი იჩუქოთ ზემოთ ხსენებული ქონება მოცემული პირობით, დაუკავშირდით ბატონ თამაზს: 599 51 68 86", - აღნიშნულია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.
სიახლეები
- პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
- იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს
- ,,ობსერვატორიების თავზე ფრენების შეზღუდვა აქტიურად გამოიყენება მსოფლიო მასშტაბით და ამაში გასაკვირი არაფერია!"- ლადო სადღობელაშვილი
- 17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- ქუთაისში ყაჩაღობისა და პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
